სკოლა "ალბიონში" გვესაჭიროება ფსიქოლოგი.
სკოლის ფსიქოლოგის სამუშაო აღწერილობა:
** სკოლის ფსიქოლოგი წარმოადგენს უმაღლესი ფსიქოლოგიური განათლების პირს, რომლის კვალიფიკაციაც შესაძლებლობას იძლევა დაეხმაროს მოსწავლეს, მშობელს, მასწავლებელს, ადმინისტრაციას, სასკოლო სივრცეში წამოჭრილი მოსწავლის - შემეცნებითი, პიროვნული ემოციური, ქცევითი, სოციალური და სხვა პრობლემების და საჭიროებების გათვალისწინებასა და მოგვარებაში
** საჭიროების შემთხვევაში ახდენს პრობლემის დროულ და ადეკვატურ რეფერირებას.
** ჩატარებული სამუშაოს შესახებ წარუდგენს ანგარიშს სკოლის დირექტორს წელიწადში ორჯერ.
სკოლის ფსიქოლოგის მუშაობის მიმართულებები:
** სასკოლო გარემოში არსებული ფსიქო სოციალური პრობლემების იდენტიფიკაცია, შეფასება და ანალიზი;
** ფსიქოლოგიური კონსულტაცია;
** მოსწავლეებთან საკორექციო და განმავითარებელი საქმიანობა;
** სკოლასა და კლასთან მოსწავლის სოციალური ინტეგრაციის ხელშეწყობა;
** პრობლემების გადაჭრაზე ორიენტირებული სამუშაოს დაგეგმვა და წარმოება;
** ფსიქო პედაგოგიური საგანმანათლებლო საქმიანობა (სემინარები, ტრენინგები, დისკუსიები და შეხვედრები);
** ცხოვრების ჯანსაღ წესზე ორიენტირებული მიდგომების დანერგვა.
** მედიცია და კონფლიქტების მართვა - სკოლის ფსიქოლოგი მომართვის საფუძველზე თანამშრომლობს კონფლიქტის მხარეებთან და ასრულებს მედიატორის როლს, კონფლიქტის დარეგულირებაში.
** მოსწავლის ანტისოციალური ქცევის პრევენცია და მართვა;
** ბულინგისა და ძალადობის სხვა ფორმების პრევენცია
** სკოლაში ინკლუზიური პრინციპების დანერგვაში მასწავლებლების დახმარება
** პირადი კვალიფიკაციის ამაღლებაზე მუდმივი ზრუნვა
** ცალკეული მოსწავლის ან კლასების სასაუბრო წრეები და სამუშაო ჯგუფები (მაგ. კონფლიქტებთან კონსტრუქციული მიდგომა, კრიზისულ სიტუაციასთან გამკლავება)
** მშობელთა შეკრებები აქტუალურ თემებზე და სასაუბრო წრეები (მაგ. მედიააღზრდა, კონფლიქტებთან გამკლავება, დამოუკიდებლობის განვითარება, მოზარდთა ასაკობრივი თავისებურებები, დახმარება სწავლაში და სხვა).
სკოლის ფსიქოლოგის მუშაობის ფორმები:
** ინდივიდუალური მუშაობა - სკოლის ფსიქოლოგი საჭიროებიდან გამომდინარე გეგმავს და ინდივიდუალურად ხვდება მოსწავლეებს, სკოლის თანამშრომლებს, მშობლებს შემდეგი მიზნებისთვის:
ტესტირება- (სამიზნე ჯგუფი ან მოსწავლე);
კონსულტაცია - (სამიზნე ჯგუფი, მოსწავლე, მასწავლებელი, მშობელი);
კორექციული მუშაობა - (სამიზნე ჯგუფი, მოსწავლე)
** ჯგუფური მუშაობა - სკოლის ფსიქოლოგი საჭიროებიდან გამომდინარე აწყობს ჯგუფურ შეხვედრებს და ტრენინგებს მოსწავლეებთან, კლასთან, მშობლებთან.
** მედიცია და კონფლიქტების მართვა - სკოლის ფსიქოლოგი მომართვის საფუძველზე თანამშრომლობს კონფლიქტის მხარეებთან და ასრულებს კონფლიქტის დარეგულირებაში მედიატორის როლს.
ანაზღაურება: 1000-1100 ლარი
თქვენი CV გამოაგზავნეთ ელფოსტაზე: school.albion@yahoo.com
მისამართი: ქ. თბილისი, იოსებ და ლეონ ორბელების ქ. N 64
ტელ: 2 78 96 11
|