Робота для біженців з України
დაცვის თანამშრომელი
 
ყველა ვაკანსია ამ ორგანიზაციის ყველა განცხადება ამოსაბეჭდი ვერსია
დასახელება: დაცვის თანამშრომელი
მომწოდებელი: სკოლა ალბიონი
გამოქვეყნდა: 27 ივლისი / ბოლო ვადა: 27 აგვისტო
შპს არასახელმწიფო საერო სკოლა "ალბიონი" აცხადებს ვაკანსიას დაცვის თანამშრომლის თანამდებობაზე.

ვაჟი - 1
ქალი -1

თანამდებობის მიზანი: სკოლის მთელ ტერიტორიაზე არსებული ობიექტებისა და ქონების, მომსახურე პერსონალის, მოსწავლეების დაცვა მართლსაწინააღმდეგო ქმედებისგან; სკოლის ტერიტორიაზე შინაგანაწესის, წესრიგის დაცვისა და უსაფრთხოების უზრუნველყოფა.

ფუნქცია-მოვალეობები:

** სკოლის მთელ ტერიტორიაზე წესრიგისა და უსაფრთხოების ნორმების დაცვა; ნებისმიერი პრობლემის შემთხვევაში დროული რეაგირება;
** სკოლის საკუთრებაში არსებული მატერიალურ-ტექნიკური ფასეულობების, სკოლის ინფრასტრუქტურისა და ღირებული ინვენტარის დაცვა მართლსაწინააღმდეგო ქმედებისაგან;
** სასაშვო რეჟიმის კონტროლი; სკოლის ტერიტორიაზე შემოსულ და გასულ პირთა, ასევე სატრანსპორტო საშუალებების მოძრაობის აღრიცხვა და კონტროლი;
** სკოლის პერიმეტრსა და სკოლაში განლაგებული კამერების მუდმივი კონტროლი და ყოველ სამ საათში მასალის შემოწმება;
** დაგვიანებული მოსწავლეებისა და თანამშრომლების აღრიცხვა-რეგისტრაცია;
** სასწავლო პროცესის მიმდინარეობისას მოსწავლეების მიერ სკოლის დატოვების აღრიცხვა;
** სასწავლო პროცესის დროს მოსწავლეების მიერ სკოლის უნებართვოდ დატოვების კონტროლი;
** მოსწავლეთა ყოფაქცევისა და ჩაცმულობის კონტროლი სკოლის შინაგაწესის შესაბამისად;
** შესვენების დროს სკოლის ტერიტორიაზე მოსწავლეთა გადაადგილების კონტროლი და წესრიგის დაცვა;
** სკოლის ტერიტორიაზე მოსწავლეების უსაფრთხოებაზე ზრუნვა; პერიოდულად მოსწავლეების საკუთრებაში არსებული ნივთების შემოწმება უსაფრთხოების უზრუნველყოფის მიზნით;
** სკოლის ტერიტორიაზე მოწევის აკრძალვის კონტროლი;
** კომპეტენციის ფარგლებში დირექტორის სხვა დავალებების შესრულება.

კვალიფიკაცია:

** განათლება: საშუალო განათლება;
** გამოცდილება: მსგავს პოზიციაზე მუშაობის 1 წლიანი გამოცდილება.

ცოდნა, უნარები და შესაძლებლობები:

** სკოლაში უსაფრთხოების დაცვის წესები;
** ბავშვის უფლებათა კონვენცია;
** სკოლის შინაგანაწესი;
** შიდასამართლებრივი აქტები;
** ფიზიკური მომზადება.

პიროვნული მახასიათებლები:

** პასუხისმგებლობის გრძნობა;
** პუნქტუალურობა;
** ყურადღებიანობა;
** დეტალებზე ორიენტირებულობა;
** ინსტრუქციების, პროცედურების დაცვის უნარი.

ხელფასი: 1250 ლარი
მისამართი: ქ. თბილისი, იოსებ და ლეონ ორბელების ქუჩა #64
tel: 2 78 96 11

გთხოვთ, თქვენი მონაცემები გამოგზავნოთ სკოლის მეილზე - school.albion@yahoo.com
 
ყველა ვაკანსია ამოსაბეჭდი ვერსია
გადაიტანე Facebook-ზე