Робота для біженців з України
II კატეგორიის უფროსი სპეციალისტი, კოორდინატორი
 
ყველა ვაკანსია ამ ორგანიზაციის ყველა განცხადება ამოსაბეჭდი ვერსია
დასახელება: II კატეგორიის უფროსი სპეციალისტი, კოორდინატორი
მომწოდებელი: საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტი
გამოქვეყნდა: 27 ივლისი / ბოლო ვადა: 20 აგვისტო
საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტი აცხადებს ვაკანსიას ტექნოლოგიებისა და საგრანტო პროექტების ოფისში.

სამსახურის ადგილმდებარეობა: ქ. თბილისი, მერაბ კოსტავას ქ. №77

1. პროგრამა "ჰორიზონტი ევროპის" კოორდინატორი

სამუშაო რეჟიმი: სრული განაკვეთი
თანამდებობრივი სარგო: 1 250 ლარი (დარიცხული)
ვაკანტური ადგილის რაოდენობა: 1

განაცხადების წარდგენის ბოლო ვადა: 2026 წლის 20 აგვისტო

პოზიციის ძირითადი ფუნქცია

პროგრამა "ჰორიზონტი ევროპის" ფარგლებში საგრანტო შესაძლებლობების მონიტორინგი, უნივერსიტეტის თანამშრომლების მხარდაჭერა და შესაბამის ორგანიზაციებთან კომუნიკაცია.

ფუნქცია-მოვალეობები:

** საგრანტო შესაძლებლობების სისტემური ანალიზი და მონიტორინგი;
** პროგრამა "ჰორიზონტი ევროპის" წესების, მოთხოვნებისა და შესაბამისი სახელმძღვანელო დოკუმენტების შესწავლა და ინფორმაციის გავრცელება;
** პროგრამა "ჰორიზონტი ევროპის" თემატიკაზე საინფორმაციო დღეების, შეხვედრებისა და სემინარების ორგანიზება;
** პროექტებთან დაკავშირებული პრეზენტაციების მომზადება, მათ შორის პროგრამის მიმოხილვის, მიმდინარე პროექტებისა და მიღწეული შედეგების შესახებ;
** პროგრამა "ჰორიზონტი ევროპის" ეროვნულ საკონტაქტო პუნქტთან მუდმივი კოორდინაცია და მიღებული სიახლეებისა და ინფორმაციის უნივერსიტეტში გავრცელება;
** პარტნიორების მოძიება და საერთაშორისო კონსორციუმებში უნივერსიტეტის ჩართვის ხელშეწყობა;
** პროექტების მიმდინარეობის მონიტორინგი და ოფისის ხელმძღვანელთან შეთანხმებით ანგარიშების მომზადება;
** პროექტების სტატუსის მართვა და შესაბამისი დოკუმენტაციის განახლება;
** კომპეტენციის ფარგლებში უნივერსიტეტის თანამშრომლებისა და სტუდენტებისთვის საგრანტო შესაძლებლობების, საპროექტო წინადადებების მომზადებისა და პროექტების მართვის პროცესთან დაკავშირებული კონსულტაციებისა და დახმარების გაწევა;
** ოფისის ხელმძღვანელის მიერ, კომპეტენციის ფარგლებში, დაკისრებული სხვა მოვალეობების შესრულება.

საკვალიფიკაციო მოთხოვნები:

** უმაღლესი განათლება;
** საოფისე კომპიუტერული პროგრამების ცოდნა:
** Microsoft Office Word;
** Microsoft Office Excel;
** Microsoft Office PowerPoint;
** ინგლისური ენის ცოდნა არანაკლებ B2 დონეზე;
** საერთაშორისო პროექტებში მონაწილეობის გამოცდილება ჩაითვლება უპირატესობად;
** პროგრამა "ჰორიზონტი ევროპის" ან სხვა ევროპული პროექტების მომზადებისა და მართვის გამოცდილება ჩაითვლება უპირატესობად.

აუცილებელი უნარ-ჩვევები:

** ინიციატივის გამოჩენის უნარი;
** ეფექტიანი ზეპირი და წერილობითი კომუნიკაციის უნარი;
** პასუხისმგებლობის მაღალი გრძნობა;
** ორგანიზებულობა;
** პრეზენტაციისა და საჯარო კომუნიკაციის უნარი;
** პრობლემების გადაჭრის უნარი;
** გუნდურად მუშაობის უნარი;
** დამოუკიდებლად მუშაობის უნარი.

II კატეგორიის უფროსი სპეციალისტი

სამუშაო რეჟიმი: სრული განაკვეთი
თანამდებობრივი სარგო: 1 000 ლარი (დარიცხული)
ვაკანტური ადგილის რაოდენობა: 1

განაცხადების წარდგენის ბოლო ვადა: 2026 წლის 20 აგვისტო

პოზიციის ძირითადი ფუნქცია:

ოფისის ყოველდღიური საქმიანობის ადმინისტრაციული, საორგანიზაციო და საკომუნიკაციო მხარდაჭერა.

ფუნქცია-მოვალეობები:

** კორესპონდენციის მომზადება, დოკუმენტაციის რეგისტრაცია, სისტემატიზაცია და არქივირება;
** კომპეტენციის ფარგლებში საპროექტო წინადადებების მომზადებაში მონაწილეობა;
** საინფორმაციო დღეების, შეხვედრებისა და პრეზენტაციების ორგანიზებაში მონაწილეობა;
** შეხვედრების, ტრენინგებისა და სხვა სამუშაო ღონისძიებების ტექნიკური და საორგანიზაციო უზრუნველყოფა;
** მონაცემების შეგროვება, დამუშავება და შეჯამება, აგრეთვე ანგარიშების მომზადებაში მონაწილეობა;
** საერთაშორისო ვიზიტებისა და მიღებების საორგანიზაციო მხარდაჭერა;
** უნივერსიტეტის სტრუქტურულ ერთეულებთან ადმინისტრაციული კომუნიკაციის წარმოება;
** კომპეტენციის ფარგლებში უნივერსიტეტის თანამშრომლებისა და სტუდენტებისთვის საგრანტო შესაძლებლობებსა და პროექტების მართვის პროცესთან დაკავშირებული კონსულტაციების გაწევა;
** საქართველოს ტექნიკურ უნივერსიტეტში მიმდინარე საგრანტო პროექტების მონიტორინგში მონაწილეობა;
** ოფისის ხელმძღვანელის მიერ, კომპეტენციის ფარგლებში, დაკისრებული სხვა მოვალეობების შესრულება.

საკვალიფიკაციო მოთხოვნები:

** უმაღლესი განათლება;
** Microsoft Office Word-ის, Microsoft Office Excel-ისა და Microsoft Office PowerPoint-ის ცოდნა;
** ქართული ენის სრულყოფილად ცოდნა;
** ინგლისური ენის ცოდნა ჩაითვლება უპირატესობად;
** ადმინისტრაციული, საორგანიზაციო ან პროექტებთან დაკავშირებული სამუშაო გამოცდილება ჩაითვლება უპირატესობად.

აუცილებელი უნარ-ჩვევები:

** ეფექტიანი ზეპირი და წერილობითი კომუნიკაციის უნარი;
** პასუხისმგებლობის მაღალი გრძნობა;
** ორგანიზებულობა და დეტალებზე ორიენტირებულობა;
** ინფორმაციის შეგროვების, დამუშავებისა და სისტემატიზაციის უნარი;
** დროის ეფექტიანად მართვის უნარი;
** გუნდურად და დამოუკიდებლად მუშაობის უნარი;
** რამდენიმე დავალებაზე ერთდროულად მუშაობის უნარი.

განაცხადის წარდგენის წესი:

დაინტერესებულმა კანდიდატებმა CV უნდა გამოაგზავნონ საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის ტექნოლოგიებისა და საგრანტო პროექტების ოფისის ელექტრონულ ფოსტაზე: grants@gtu.ge, არაუგვიანეს 2026 წლის 20 აგვისტოსი.

ელფოსტის სათაურში გთხოვთ მიუთითოთ შესაბამისი ვაკანტური თანამდებობის დასახელება.
 
ყველა ვაკანსია ამოსაბეჭდი ვერსია
გადაიტანე Facebook-ზე