სამშენებლო და ივენთ ტექნიკის გაქირავების კომპანია "ეკორენტი" (http://www.ecorent.ge) ეძებს ტექნიკურ სპეციალისტს, რომელიც პასუხისმგებელი იქნება კომპანიის გენერატორებისა და სხვა ტექნიკის ტექნიკურ გამართულობაზე და ღონისძიებების პერიოდში მათ უწყვეტ და უსაფრთხო მუშაობაზე.
ჩვენ გთავაზობთ:
** სტაბილურ სამუშაოს მზარდ კომპანიაში;
** პროფესიული განვითარების შესაძლებლობას;
** მრავალფეროვან და დინამიკურ სამუშაო გარემოს;
** ანაზღაურება: 2500 ლარი (ხელზე ასაღები)
** სამუშაო გრაფიკი: კვირაში 6 დღე, 10-დან 6 საათამდე
** სამუშაო ადგილი: თბილისი, ქინძმარაულის 15 (თუმცა 2-3 თვეში გადავდივართ თბილისის აეროპორტის მიმდებარედ)
ძირითადი მოვალეობები:
** გენერატორების ტექნიკური მდგომარეობის კონტროლი და გამართულობის უზრუნველყოფა;
** ღონისძიებების პერიოდში გენერატორებთან მორიგეობა და მათი მუშაობის მუდმივი მონიტორინგი;
** გენერატორების ელექტრო ქსელთან სწორად და უსაფრთხოდ დაერთების უზრუნველყოფა;
** გენერატორების საწვავით დროული მომარაგება და საწვავის კონტროლი;
** გენერატორების ექსპლუატაციის პროცესში წარმოქმნილი ტექნიკური პრობლემების დროული აღმოჩენა და პირველადი რეაგირება;
** საჭიროების შემთხვევაში ტექნიკური მომსახურებისა და მცირე სარემონტო სამუშაოების შესრულება;
** კომპანიის სხვა ტექნიკის ტექნიკური მდგომარეობის კონტროლი, მათ შორის: ამწე კალათები, სატკეპნები, ავტომობილები და სხვა სამშენებლო/საივენთო ტექნიკა;
** ტექნიკის პერიოდული შემოწმება და შესაძლო გაუმართაობების დროული იდენტიფიცირება;
** ტექნიკის მომზადება სამუშაოზე ან ღონისძიებაზე გასატანად და დაბრუნების შემდეგ მისი შემოწმება;
** ტექნიკის უსაფრთხო ექსპლუატაციის წესების დაცვა;
** საჭიროების შემთხვევაში ტექნიკის ობიექტებზე ტრანსპორტირება და ტექნიკური მხარდაჭერის გაწევა.
საკვალიფიკაციო მოთხოვნები და უნარ-ჩვევები:
** ტექნიკურ სფეროში მუშაობის გამოცდილება;
** გენერატორებთან მუშაობის გამოცდილება ჩაითვლება მნიშვნელოვან უპირატესობად;
** ელექტრო და მექანიკური სისტემების საბაზისო ცოდნა;
** ტექნიკური პრობლემების სწრაფად აღმოჩენისა და პირველადი რეაგირების უნარი;
** პასუხისმგებლობის მაღალი გრძნობა და ყურადღება დეტალების მიმართ;
** დამოუკიდებლად მუშაობისა და პრობლემების ოპერატიულად გადაჭრის უნარი;
** C კატეგორიის მართვის მოწმობა სასურველია;
** მზადყოფნა ღონისძიებების პერიოდში, საჭიროების შემთხვევაში, არასტანდარტულ სამუშაო საათებში მუშაობისთვის.
დაინტერესებულმა პირებმა გამოაგზავნეთ რეზიუმე შემდეგ მისამართზე: office@ecorent.ge
დანიშნულების ველში (subject) მიუთითეთ ვაკანსიის დასახელება ტექნიკური სპეციალისტი.
|