საჯარო სამართლის იურიდიული პირი - სახელმწიფო ზრუნვისა და ტრეფიკინგის მსხვერპლთა, დაზარალებულთა დახმარების სააგენტოს ფილიალის დუშეთის შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირთა პანსიონატის განყოფილება II-ის მენეჯერი
სამუშაო ტიპი: სრული განაკვეთი
სამუშაო ადგილი: დუშეთი
ანაზღაურება: 1205 ლარი (დარიცხული)
საკვალიფიკაციო მოთხოვნები:
** განათლება, უმაღლესი;
** სასურველია შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირებთან, საფინანსო, ან, სამედიცინო მიმართულებით მუშაობის გამოცდილება.
სხვა უნარ-ჩვევები:
** მენეჯერული უნარები
** პრობლემების ანალიზის უნარი;
** კომუნიკაბელურობა;
** ორგანიზებულობა;
** გუნდური მუშაობის უნარი;
** კრიტიკულ სიტუაციებში სწრაფი გადაწყვეტილების მიღების უნარი;
** კომპიუტერის - საოფისე პროგრამების ცოდნა.
ფუნქციები:
** ხელმძღვანელობს განყოფილებაში დასაქმებულ პერსონალს;
** ზედამხედველობს განყოფილების გამართულ საქმიანობას;
** პასუხისმგებელია ბენეფიციართა მომსახურების ხარისხზე;
** აწარმოებს ქონების მიღებისა და გაცემის, ასევე გამოყენებისთვის უვარგის/დაზიანებულ საქონლის, აღრიცხვას;
** უზრუნველყოფს განყოფილებაში მედიკამენტების განთავსებას ბენეფიციარებისგან უსაფრთხო ადგილზე; ასევე, მენიუთი განსაზღვრული კვების პროდუქტების მიღებას;
** აკონტროლებს მიღებული პროდუქტის ვარგისიანობასა და პასუხისმგებელია მის სათანადო წესით შენახვასა და მიზნობრივად ხარჯვაზე;
** მატერიალურად პასუხისმგებელი პირია მისთვის მიბარებულ ქონებაზე და პასუხისმგებლობა ეკისრება მოქმედი კანონმდებლობის მიხედვით.
დაინტერესების შემთხვევაში რეზიუმე (CV) შეგიძლიათ გადმოაგზავნოთ ელფოსტაზე: samdivno-agency@moh.gov.ge
თემაში მიუთითეთ ვაკანსიის დასახელება.
საკონტაქტო ტელეფონის ნომერი: (+99532) 2 19 22 32;
|