საჯარო სამართლის იურიდიული პირი - სახელმწიფო ზრუნვისა და ტრეფიკინგის მსხვერპლთა, დაზარალებულთა დახმარების სააგენტოს სტრუქტურული ერთეულის სიღნაღის ძალადობის მსხვერპლთა მომსახურების დაწესებულების (თავშესაფარი) სოციალური მუშაკი/სოციალური მუშაკი (მაძიებელი)
სამუშაო ტიპი: სრული განაკვეთი
სამუშაო ადგილი: სიღნაღის მუნიციპალიტეტი
ანაზღაურება: სოციალური მუშაკი - 1808 ლარი (დარიცხული)
სოციალური მუშაკი (მაძიებელი)- 1300 ლარი (დარიცხული)
საკვალიფიკაციო მოთხოვნები:
განათლება:
** სოციალური მუშაკის შემთხვევაში: უმაღლესი განათლება სოციალურ მუშაობაში, ან სოციალური მუშაობაში აქტიური სტატუსის მქონე დამამთავრებელი კურსის სტუდენტი (საბაკალავრო პროგრამა 180 კრედიტით, სამაგისტრო პროგრამა 60 კრედიტით), ან სოციალური მუშაკის სერტიფიკატი არანაკლებ 45 კრედიტით.
** სოციალური მუშაკი (მაძიებლის) შემთხვევაში: სამართლის, ან საჯარო მმართველობის, ან ჯანმრთელობის დაცვის, ან განათლების მეცნიერებების, ან ფსიქოლოგიის, ან სოციოლოგიის ან სოციალური მეცნიერებების სფეროში.
** სოციალური მუშაკი (მაძიებლის) შემთხვევაში: სოციალურ მუშაკად ან პედაგოგად, ან სამედიცინო ან სამართლის სფეროში მუშაობის არანაკლებ 1 წლის გამოცდილება.
სხვა უნარ-ჩვევები:
** წერითი, ანალიტიკური, კრიტიკული აზროვნებისა და პრობლემების ანალიზის უნარი;
** პროფესიულ-ეთიკური კომპეტენცია - სოციალური მუშაობის პროფესიული ეთიკის ნორმებისა და ღირებულებების საფუძველზე წარმართვა;
** ბენეფიციართან სოციალური მუშაობის კომუნიკაციის ვერბალური და არავერბალური ფორმების გამოყენებით წარმართვა;
** კომუნიკაბელურობა;
** ორგანიზებულობა;
** გუნდური მუშაობის უნარი;
** კრიტიკულ სიტუაციებში სწრაფი გადაწყვეტილების მიღების უნარი;
** კომპიუტერის - საოფისე პროგრამების ცოდნა.
ფუნქციები:
ადამიანით ვაჭრობის (ტრეფიკინგის), ქალთა მიმართ ძალადობის ან/და ოჯახში ძალადობის, სექსუალური ხასიათის ძალადობის მსხვერპლთა/დაზარალებულთა (მათზე დამოკიდებულ პირ (ებ)თან ერთად) თავშესაფრის მომსახურების ფარგლებში ფსიქოლოგიურ-სოციალური დახმარება/რეაბილიტაცია, ოჯახსა და საზოგადოებაში რეინტეგრაციის ხელშეწყობა, ძალადობის მსხვერპლის/დაზარალებულის შეფასების პროცესის წარმართვა.
შერჩევის ეტაპები:
** CV-ების გადარჩევა;
** გასაუბრება - შერჩეულ კანდიდატებთან.
დაინტერესების შემთხვევაში რეზიუმე (CV) შეგიძლიათ გადმოაგზავნოთ ელფოსტაზე: samdivno-agency@moh.gov.ge
თემაში მიუთითეთ ვაკანსიის დასახელება
საკონტაქტო ტელეფონის ნომერი: (+99532) 2 19 22 32;
|