Робота для біженців з України
თბილისის ბავშვთა სახლის ფსიქოლოგი
 
ყველა ვაკანსია ამ ორგანიზაციის ყველა განცხადება ამოსაბეჭდი ვერსია
დასახელება: თბილისის ბავშვთა სახლის ფსიქოლოგი
მომწოდებელი: სახელმწიფო ზრუნვ. და ტრეფიკინგ. მსხვერპლთა, დაზარალებულთა დახმარების სააგენტო
გამოქვეყნდა: 27 ივლისი / ბოლო ვადა: 27 აგვისტო
საჯარო სამართლის იურიდიული პირი - სახელმწიფო ზრუნვისა და ტრეფიკინგის მსხვერპლთა, დაზარალებულთა დახმარების სააგენტოს ფილიალის თბილისის ბავშვთა სახლის ფსიქოლოგი

სამუშაო ტიპი: სრული განაკვეთი
სამუშაო ადგილი: თბილისი
ანაზღაურება: 1205 ლარი (დარიცხული)

საკვალიფიკაციო მოთხოვნები:

** განათლება, ფსიქოლოგი
** სასურველია ფსიქოლოგად (მათ შორის ბავშვთა ფსიქოლოგად) მუშაობის გამოცდილება;

სხვა უნარ-ჩვევები:

** პრობლემების ანალიზის უნარი;
** პროფესიული უნარები
** კომუნიკაციის უნარი;
** ორგანიზებულობა;
** გუნდური მუშაობის უნარი;
** კრიტიკულ სიტუაციებში სწრაფი გადაწყვეტილების მიღების უნარი;
** კომპიუტერის - საოფისე პროგრამების ცოდნა.

ფუნქციები:

** ბავშვთა ემოციური, ქცევითი, კოგნიტური და სოციალური პრობლემების იდენტიფიკაცია, შეფასება და პრობლემის ანალიზი;
** ბავშვების შესახებ ინფორმაციის შეგროვება, ინდივიდუალური მუშაობა;
** ბავშვებთან ინტერვენციული სამუშაოების ჩატარება მათი ემოციური, ქცევითი, კოგნიტური და სოციალური პრობლემების დასაძლევად, ასევე დახმარება სოციალურ ადაპტაციასა და ინტეგრაციაში;
** ფილიალის თანამშრომელთა კონსულტირება/რეკომენდაციების გაცემა;
** მომსახურების ინდივიდუალური გეგმის შემუშავებასა და განხორციელებაში მონაწილეობა;
** ბავშვთა საჭიროებისთვის განმავითარებელი და პროფილაქტიკური ხასიათის ღონისძიების დაგეგმვა/განხორციელება.

შერჩევის ეტაპები:

** CV-ების გადარჩევა;
** გასაუბრება - შერჩეულ კანდიდატებთან.

დაინტერესების შემთხვევაში რეზიუმე (CV) შეგიძლიათ გადმოაგზავნოთ ელფოსტაზე: samdivno-agency@moh.gov.ge

თემაში მიუთითეთ ვაკანსიის დასახელება.

საკონტაქტო ტელეფონის ნომერი: (+99532) 2 19 22 32;
 
ყველა ვაკანსია ამოსაბეჭდი ვერსია
გადაიტანე Facebook-ზე