|
დასახელება:
ინფორმაციის შეგროვების სპეციალისტი
|
| მომწოდებელი:
2გის-თბილისი
|
|
გამოქვეყნდა: 24 ივლისი
/ ბოლო ვადა: 24 აგვისტო
|
კომპანია "2გის-თბილისი" ეძებს მოტივირებულ და ენერგიულ კანდიდატს ინფორმაციის შეგროვების სპეციალისტის პოზიციაზე.
ამ მიმართულებით, გამოცდილება სავალდებულო არ არის - სამუშაოს შეგასწავლით ადგილზე!
ძირითადი მოვალეობები:
** თბილისის ქუჩებში ინფორმაციის მოძიება და გადამოწმება.
** სპეციალურ პროგრამაში რუკაზე შესაბამისი ცვლილებების შეტანა და კორექტირება.
ძირითადი მოთხოვნები:
** პუნქტუალურობა და დროის მენეჯმენტი;
** დეტალებზე ორიენტირებულობა (რუკაზე მუშაობისას სიზუსტე უმნიშვნელოვანესია);
** პასუხისმგებლობის მაღალი გრძნობა.
სამუშაო პირობები და ანაზღაურება:
** სამუშაო გრაფიკი: 5-საათიანი სამუშაო დღე (ნახევარი განაკვეთი);
** ანაზღაურება: ფიქსირებული საკვალიფიკაციო 1100 ლარი + ბონუსი 200 ლარამდე;
** 2-3 თვეში კარიერული ზრდის შესაძლებლობა, შემოსავლის 1500 ლარამდე გაზრდით.
დაინტერესების შემთხვევაში გამოგვიგზავნეთ თქვენი CV ელფოსტაზე: info@tbilisi.2gis.ge.
|