თუ გაქვს გამოცდილება საწყობის მართვის მიმართულებით, გაქვს B კატეგორიის მართვის მოწმობა და მზაობა საქართველოს მასშტაბით საწყობების მართვისთვის, "Match UP"-ის პარტნიორი კომპანიისთვის საწყობის მენეჯერის პოზიციაზე შენ გეძებთ!
** ჩვენი შეთავაზება და სამუშაო პირობები:
** ანაზღაურება: 2500-3000 ლარი
** სამუშაო განაკვეთი: ორშაბათი - პარასკევი, 09:00-18:00 (1 სთ შესვენება)
** შვებულება: 24 სამუშაო დღე
** ჯანმრთელობის დაზღვევა
** კორპორატიული ნომერი და სასაუბრო დრო
** ავტომობილით ან/და საწვავით უზრუნველყოფა
მთავარი მიზანია:
უზრუნველყო ყველა მასალისა და ინსტრუმენტის უსაფრთხო და ზუსტი აღრიცხვა საწყობში, ეფექტურად მართო საწყობის ოპერაციები და უზრუნველყო მშენებლობის უწყვეტი მომარაგება.
ყოველდღიური სამუშაო სპეციფიკა იქნება:
** მასალის მიღება, დასაწყობება და გაცემის უზრუნველყოფა: შემოსული მასალების მიღება, შემოწმება და სხვადასხვა მახასიათებლის მიხედვით დასაწყობების უზრუნველყოფა; ხარვეზების ან შეუსაბამობის შემთხვევაში პასუხისმგებელი პირის ინფორმირება; ინსტრუმენტებისა და სხვა მასალების მიღება/გაცემის პროცესის ორგანიზების უზრუნველყოფა და მუდმივი კონტროლი.
** მასალის განთავსება და მონიტორინგი: საწყობში მასალების სწორად განთავსებისა და დაზიანების პრევენციის უზრუნველყოფა; ინვენტარისა და მატერიალურ-ტექნიკური ბაზის გამართულობის მონიტორინგი.
** წუნდებული საქონლის მართვა: დაზიანებული ან წუნდებული პროდუქციის დროული იდენტიფიცირების უზრუნველყოფა, სათანადო აქტების შედგენა და ბუღალტერიასთან ერთად ჩამოწერის პროცესის მართვა.
** წესრიგის კონტროლი და პერსონალის მართვა: საწყობის ინვენტარისა და მატერიალურ-ტექნიკური ბაზის გამართულობის მონიტორინგი; თანამშრომლებისთვის დავალებების ეფექტური დელეგირება და მათი შესრულების ხარისხის კონტროლი.
** დეპარტამენტებთან კოორდინაცია: შესყიდვებისა და ბუღალტერიის განყოფილებებთან მჭიდრო კომუნიკაცია შეკვეთების დროული ფორმირებისა და გაცემის მიზნით; საწყობის ტერიტორიაზე შრომის უსაფრთხოების წესებისა და სტანდარტების დაცვის უზრუნველყოფა.
** პროგრამული უზრუნველყოფა: Balance-ის პროგრამასა და სხვა საოფისე პროგრამებში საწყობის ოპერაციების დროული და ზუსტი დაფიქსირებისა და წარმოების უზრუნველყოფა.
** აღრიცხვა და რეპორტინგი: პერიოდული ინვენტარიზაციის დაგეგმვა, ჩატარება და შედეგების ანალიზი; ნაშთების კონტროლი და რეპორტინგი უშუალო ხელმძღვანელთან.
აუცილებელია:
** საწყობის მენეჯერის პოზიციაზე მუშაობის მინიმუმ 2-წლიანი გამოცდილება
** საოფისე პროგრამების ცოდნა
** რომელიმე ERP სისტემაში (სასურველია Balance) მუშაობის გამოცდილება
** მართვის მოწმობა - B კატეგორია
** კომუნიკაბელურობა და სისხარტე
** პასუხისმგებლობის გრძნობა და სწრაფად გადაწყვეტილებების მიღების უნარი
გაგვიხარდება, თუ: გყავს ავტომობილი
თუ გაქვს საჭირო გამოცდილება და გსურს შემოგვიერთდე, ველოდებით შენს გამოხმაურებას: https://shorturl.at/km6FI
|