შპს "კაპიტელი ქონსთრაქშენი" არის მრავალპროფილური სამშენებლო კომპანია, რომელიც უზრუნველყოფს სამშენებლო, საპროექტო და საკონსულტაციო მომსახურებებს.
კომპანიის ზრდასთან ერთად ვეძებთ მოტივირებულ, პასუხისმგებლობიან და განვითარებაზე ორიენტირებულ შესყიდვების მენეჯერს, რომელიც უზრუნველყოფს მიმდინარე პროექტებისთვის საჭირო მასალების, ინვენტარისა და მომსახურებების დროულ შესყიდვას და მიწოდებას.
ძირითადი მოვალეობები:
** მიმდინარე და დაგეგმილი პროექტების შესყიდვის მოთხოვნების მიღება და დამუშავება;
** სამშენებლო მასალების, ინვენტარისა და მომსახურებების მომწოდებლების მოძიება;
** მიღებული შეთავაზებების Excel-ში შედარება და ანალიზი;
** მომწოდებლებთან ფასებისა და კომერციული პირობების შეთანხმება;
** შეკვეთების განთავსება და მათი შესრულების კონტროლი;
** მასალებისა და ინვენტარის საწყობში ან პროექტებზე დროული მიწოდების ორგანიზება;
** ობიექტების ხელმძღვანელებთან და კომერციულ გუნდთან კომუნიკაცია;
** მომწოდებლების მონაცემთა ბაზის წარმოება;
** შესყიდვებისა და მომარაგების შესახებ რეპორტინგის წარმოება.
მოთხოვნები:
** უმაღლესი განათლება;
** შესყიდვებისა და ლოჯისტიკის მიმართულებით მუშაობის გამოცდილება;
** MS Excel-ის ცოდნა;
** MS Office-ის ცოდნა;
** წერითი და ვერბალური კომუნიკაციის უნარი;
** მოლაპარაკებების წარმოების უნარი;
** ინგლისური ენის ცოდნა ჩაითვლება უპირატესობად.
სამუშაო პირობები:
** სამუშაო გრაფიკი: სრული განაკვეთი;
** სამუშაო დღეები: ორშაბათი-პარასკევი;
** სამუშაო საათები: 10:00-19:00;
** სამუშაო ადგილი: თბილისი, დავით თავხელიძის ქ. №1ა;
** საწყისი ანაზღაურება: 1500 ლარიდან (NET), კანდიდატის გამოცდილებისა და კვალიფიკაციის შესაბამისად;
** პროფესიული და კარიერული განვითარების შესაძლებლობა;
** თანამედროვე და პროფესიონალური სამუშაო გარემო.
საკონტაქტო ინფორმაცია:
მისამართი: თბილისი, დავით თავხელიძის ქ. №1ა, ოფისი 12, 0179
მობ.: 595774487
CV გამოგვიგზავნეთ ელ. ფოსტის მისამართზე: info@capiteliconstruction.ge
|