Робота для біженців з України
ადმინისტრატორი
 
ყველა ვაკანსია ამ ორგანიზაციის ყველა განცხადება ამოსაბეჭდი ვერსია
დასახელება: ადმინისტრატორი
მომწოდებელი: Tactical.ge
გამოქვეყნდა: 24 ივლისი / ბოლო ვადა: 24 აგვისტო
"Tactical.ge" აცხადებს ვაკანსიას ადმინისტრატორის პოზიციაზე.

პირობები:

** სამუშაო ადგილი: ქ. თბილისი, სავაჭრო ცენტრი "მეგალაინი"
** ანაზღაურება: 1951₾ (დარიცხული)
** დამატებითი ბონუსი შესრულებული გეგმის მიხედვით
** სამუშაო გრაფიკი: კვირაში 5 სამუშაო დღე, 13:00 - 22:00, 1 საათი შესვენება

ძირითადი მოვალეობები:

** პერსონალის მართვა და ყოველდღიური სამუშაო პროცესის კოორდინაცია;
** პროდუქციის მიღება, აღრიცხვა, სწორად განთავსებისა და მარაგების კონტროლი;
** ინვენტარიზაციის პროცესში მონაწილეობა და საწყობის მარაგების პერიოდული გადამოწმება;
** პროდუქციის გადაადგილების პროცესში ჩართულობა;
** გაყიდვების მაჩვენებლების მონიტორინგი და შესრულების კონტროლი;
** მომხმარებლებისთვის მაღალი ხარისხის მომსახურების უზრუნველყოფა და პრობლემური საკითხების ეფექტურად გადაწყვეტა;
** სალაროს მუშაობის კონტროლი და ფინანსური დოკუმენტაციის წარმოება.

ძირითადი მოთხოვნები:

** მსგავს პოზიციაზე მუშაობის გამოცდილება;
** სალარო და სასაწყობე პროგრამებთან მუშაობის გამოცდილება (1C, ბალანსი ან ანალოგიური პროგრამები);
** პასუხისმგებლობის მაღალი გრძნობა და ორგანიზებულობა.

პიროვნული უნარები:

** დეტალებზე ორიენტირებულობა;
** ეფექტური კომუნიკაციის უნარი;
** დროისა და სამუშაო პროცესის მართვის უნარი;
** გუნდური მუშაობის უნარი;
** ელემენტარული მათემატიკური და ანალიტიკური აზროვნება.

თუ გსურს გახდე Tactical.ge-ს გუნდის წევრი და იმუშაო სტაბილურ, განვითარებაზე ორიენტირებულ გარემოში, გამოგვიგზავნე შენი რეზიუმე მეილზე: hr.deltaconnect@gmail.com და დააწერეთ "Tactical ადმინისტრატორი".
 
ყველა ვაკანსია ამოსაბეჭდი ვერსია
გადაიტანე Facebook-ზე