Робота для біженців з України
სურსათის უვნებლობის მენეჯერი
 
ყველა ვაკანსია ამ ორგანიზაციის ყველა განცხადება ამოსაბეჭდი ვერსია
დასახელება: სურსათის უვნებლობის მენეჯერი
მომწოდებელი: ნუტრიმაქსი
გამოქვეყნდა: 24 ივლისი / ბოლო ვადა: 24 აგვისტო
"ნუტრიმაქსი" 2009 წლიდან ოპერირებს საქართველოში და წარმოადგენს ცხოველთა კვების ინდუსტრიის ერთ-ერთ წამყვან კომპანიას. კომპანია აერთიანებს ორ მაღალტექნოლოგიურ საწარმოს, თანამედროვე ლაბორატორიებსა და საერთაშორისო სტანდარტებზე დაფუძნებულ წარმოების პროცესს.

"ნუტრიმაქსის" პროდუქციის პორტფელი მოიცავს გადაწყვეტილებებს ფერმერული მეურნეობებისთვის, აკვაკულტურისა და კომპანიონი ცხოველების კვების მიმართულებით. კომპანიის პროდუქცია წარმოდგენილია როგორც საქართველოს, ისე ამიერკავკასიის, შუა აზიისა და აღმოსავლეთ ევროპის ბაზრებზე.

2026 წლის მაისიდან ნუტრიმაქსი ფუნქციონირებს საზოგადოებრივი დაინტერესების პირის სტატუსით. ამავე პერიოდში კომპანიამ კაპიტალის ბაზარზე წარმატებით განახორციელა საჯარო ობლიგაციების სადებიუტო ემისია.

კომპანიის საქმიანობას ზედამხედველობს სამეთვალყურეო საბჭო, ხოლო მისი კორპორაციული მართვის სისტემა ეფუძნება გამჭვირვალობის, ანგარიშვალდებულებისა და გრძელვადიანი მდგრადი განვითარების პრინციპებს.

დამატებითი ინფორმაცია კომპანიის შესახებ: http://www.nutrimax.ge/

კომპანია "ნუტრიმაქსი" აცხადებს ვაკანსიას სურსათის უვნებლობის მენეჯერის პოზიციაზე.

დეტალების სანახავად და განაცხადის გასაკეთებლად ეწვიეთ ბმულს: https://nutrimax.selfrecruit.ge/s/zzuSy

გისურვებთ წარმატებას!
 
ყველა ვაკანსია ამოსაბეჭდი ვერსია
გადაიტანე Facebook-ზე