Робота для біженців з України
ნაწილების ბრენდ მენეჯერი
 
ყველა ვაკანსია ამ ორგანიზაციის ყველა განცხადება ამოსაბეჭდი ვერსია
დასახელება: ნაწილების ბრენდ მენეჯერი
მომწოდებელი: ტრანსპორტერი
გამოქვეყნდა: 24 ივლისი / ბოლო ვადა: 16 აგვისტო
"ტრანსპორტერი" აცხადებს ვაკანსიას პოზიციაზე - ნაწილების ბრენდ მენეჯერი.

ძირითადი პირობები:

** ადგილმდებარეობა: ბელიაშვილის 70
** სამუშაო განრიგი: ორშაბათი-პარასკევი, 10:00-19:00 სთ
** ანაზღაურება: 3000 ლარი ფიქსირებული ხელზე ასაღები + ბონუსი
** ჯანმრთელობის დაზღვევა

ძირითადი მოთხოვნები:

** აუცილებელია ბრენდ მენეჯერის, შესყიდვების მენეჯერის ან სხვა ანალოგიურ პოზიციაზე მსგავსი ფუნქციებით მუშაობის გამოცდილება 2+ წ, სასურველია საავტომობილო სფეროში;
** უმაღლესი განათლება ბიზნეს ადმინისტრირების, ლოგისტიკის ან სხვა რელევანტურ სფეროში;
** კომპიუტერული საოფისე პროგრამები კარგ სამომხმარებლო დონეზე ცოდნა;
** აუცილებელია ექსელის ცოდნა მაღალ დონეზე (Advanced level);
** აუცილებელია ინგლისური ენის ცოდნა B2 დონეზე;
** სასურველია რუსული ენის ცოდნა.

ძირითადი მოვალეობები:

** კომპანიის არსებულ საერთაშორისო ბრენდებთან და მომწოდებლებთან მუდმივი საქმიანი კომუნიკაციის წარმოება;
** მიწოდების ვადებზე, ფასებზე, სატრანსპორტო პირობებსა და სხვა კომერციულ დეტალებზე მოლაპარაკებები;
** შეთანხმებული ხელშეკრულებებისა და პირობების საფუძველზე საჭირო რაოდენობების ზუსტი განსაზღვრა და შეკვეთების განთავსება;
** მარაგში არსებული ტექნიკებისთვის საჭირო აქსესუარების ნაშთის მონიტორინგი, საჭიროების შემთხვევაში შეკვეთა;
** არაპირდაპირი მომწოდებლისგან პროდუქციის შეკვეთა და ჩამოტანა საჭიროებიდან გამომდინარე;
** შეკვეთილი პროდუქტის გადამოწმება პროდუქტის ჩატვირთვის მომენტში;
** მარაგების პროაქტიული კონტროლისა და პროგნოზირების მოდელების შექმნა/მართვა;
** გაყიდვების დინამიკის, სეზონურობისა და ტენდენციების მუდმივი მონიტორინგი, მოთხოვნის წინასწარი განსაზღვრა;
** შოურუმებსა და საწყობებში პროდუქციის კრიტიკული მინიმუმებისა და მაქსიმუმების განსაზღვრა დეფიციტის თავიდან ასაცილებლად;
** ფაქტობრივი და პროგრამული ნაშთების შედარება, გადახრების ანალიზი და შესაბამისი რეპორტინგის წარმოება;
** დაბალი ბრუნვადობისა და არალიკვიდური მარაგების რეგულარული იდენტიფიცირება; მათი რეალიზაციის მიზნით, წამახალისებელი აქტივობების, ფასდაკლებებისა სხვა მსგავსი აქტივობების ინიცირება;
** მარაგების სტრუქტურისა და ბრუნვადობის შესახებ პერიოდული ანალიტიკური რეპორტების მომზადება.

განაცხადების მიღება მიმდინარეობს 16 აგვისტოს ჩათვლით. გთხოვთ, გაითვალისწინოთ, რომ გასაუბრებები ჩატარდება ეტაპობრივად, რეზიუმეების მიღების პარალელურად.

გასაუბრებები ჩატარდება ეტაპობრივად,

შერჩევის ეტაპები:

1. რეზიუმეების გადარჩევა
2. პირისპირ გასაუბრება

ჩვენი გუნდი გისურვებთ წარმატებას!

ვაკანსიის შესახებ დეტალური ინფორმაციის გასაცნობად და რეზიუმეს გადმოსაგზავნად გთხოვთ ეწვიოთ მოცემულ ბმულს: https://hel-ai.com/apply/dLWDYBW
 
ყველა ვაკანსია ამ ორგანიზაციის ყველა განცხადება ამოსაბეჭდი ვერსია
გადაიტანე Facebook-ზე