კომპანია "ჯიბე Cash & Carry" გურჯაანის ფილიალში აცხადებს ვაკანსიას მაღაზიის მენეჯერის პოზიციაზე.
"ჯიბე Cash & Carry" არის პირველი და ერთადერთი საბითუმო სავაჭრო ქსელი საქართველოში, რომელიც ემსახურება იურიდიულ პირებს და საცალო მომხმარებლებს
სამუშაო გრაფიკი: კვირაში 6 დღე, 08:00-16:00
ანაზღაურება: 2000₾ (გამოსაცდელ პერიოდში I თვე - 1800₾, II თვე- 1900₾, მესამე თვიდან - 2000₾)
ფუნქცია-მოვალეობები:
** სავაჭრო დარბაზში არსებულ თაროებზე, პროდუქციის განთავსების უზრუნველყოფა, კომპანიის მიერ შემუშავებული სტანდარტებით.
** სავაჭრო დარბაზის, თაროების, პროდუქციის, სამუშაო ინვენტარის სისუფთავის მუდმივი კონტროლი;
** დაქვემდებარებულ პერსონალზე შესასრულებელი სამუშაოს თანაბარი და სამართლიანი გადანაწილება;
** დაქვემდებარებული თანამშრომლების მიერ შესრულებული სამუშაოს მუდმივი მონიტორინგი, მაკორექტირებელი ღონისძიებების განხორციელება;
** დაქვემდებარებული თანამშრომლებისათვის მათი თანამდებობრივი ინსტრუქციის, სამუშაო პროცედურების, მომსახურების სტანდარტებისა და შინაგანაწესის გაცნობა;
** მომხმარებელთათვის ფასდაკლებებისა და აქციების შესახებ ინფორმაციის მიწოდების უზრუნველყოფა;
** მაღაზიის კვარტალური გეგმის შესრულების ღონისძიებების დაგეგმვა, მონიტორინგი;
** პროდუქციის შეკვეთა - საჭიროების შემთხვევაში;
** შესყიდვებისა და გაყიდვების სამსახურის, ფინანსური განყოფილების და ადამიანური რესურსების მართვის განყოფილებისათვის შესაბამისი დოკუმენტაციის მიწოდების ორგანიზება;
საკვალიფიკაციო მოთხოვნები:
** აუცილებელია გუნდის მართვის გამოცდილება
** პირველადი მოხმარების პროდუქციის ასორტიმენტის ცოდნა ჩაითვლება უპირატესობად
** მაღაზიის მართვის პროგრამის ცოდნა ჩაითვლება უპირატესობად (აპექსი, ან მსგავსი)
დაინტერესების შემთხვევაში, გთხოვთ, გამოაგზავნოთ თქვენი რეზიუმე ელექტრონული ფოსტის მისამართზე: vacancy@jibe.ge
სათაურის ველში აუცილებლად მიუთითეთ ვაკანსიის დასახელება.
ვაკანსიის შესახებ დეტალური ინფორმაციის გასაცნობად და რეზიუმეს გადმოსაგზავნად გთხოვთ ეწვიოთ მოცემულ ბმულს: https://hel-ai.com/apply/1ztOPDxe
|