Робота для біженців з України
დიასახლისი - ამბროლაური
 
ყველა ვაკანსია ამ ორგანიზაციის ყველა განცხადება ამოსაბეჭდი ვერსია
დასახელება: დიასახლისი
მომწოდებელი: კურორტი შარეულა
გამოქვეყნდა: 23 ივლისი / ბოლო ვადა: 23 აგვისტო
კურორტი "შარეულა" ეძებს პასუხისმგებლობიან, მოწესრიგებულ და შრომისმოყვარე დიასახლისს, რომელიც იზრუნებს კურორტის სისუფთავესა და მოწესრიგებულ გარემოზე.

ძირითადი მოვალეობები:

** კოტეჯების დალაგება და სტუმრების მისაღებად მომზადება;
** რესტორნისა და საერთო სივრცეების სისუფთავის უზრუნველყოფა;
** სამზარეულოს დალაგება და ჰიგიენური ნორმების დაცვა;
** კურორტის ტერიტორიის სისუფთავეზე მუდმივი ყურადღების მიქცევა;
** საჭიროების შემთხვევაში ყოველდღიური საოჯახო საქმეების შესრულება.

საკვალიფიკაციო მოთხოვნები:

** პასუხისმგებლობის მაღალი გრძნობა;
** სისუფთავისა და წესრიგის სიყვარული;
** შრომისმოყვარეობა და კეთილსინდისიერება;
** მსგავს პოზიციაზე მუშაობის გამოცდილება ჩაითვლება უპირატესობად.

ჩვენ გთავაზობთ:

** სეზონურ დასაქმებას სექტემბრის ბოლომდე;
** კონკურენტულ ანაზღაურებას;
** საცხოვრებლით უზრუნველყოფას;
** სრულ სამჯერად კვებას;
** სასიამოვნო და მშვიდ სამუშაო გარემოს ბუნების შუაგულში.

ანაზღაურება: 1, 800 ლარი (ნეტი- ხელზე ასაღები)
სამუშაო ადგილი: რაჭა, სოფ. ზედა ღვარდია, ამბროლაურის მუნიციპალიტეტი
დასაქმების ტიპი: სეზონური (ივლისის ბოლოდან სექტემბრის ბოლომდე)

დაინტერესებულ პირებს გთხოვთ, გადმოაგზავნოთ რეზიუმე ელფოსტაზე: resortshareula@gmail.com.
 
ყველა ვაკანსია ამოსაბეჭდი ვერსია
გადაიტანე Facebook-ზე