Робота для біженців з України
გაყიდვების მენეჯერი - ბათუმი
 
ყველა ვაკანსია ამ ორგანიზაციის ყველა განცხადება ამოსაბეჭდი ვერსია
დასახელება: გაყიდვების მენეჯერი
მომწოდებელი: Tonino Lamborghini
გამოქვეყნდა: 23 ივლისი / ბოლო ვადა: 23 აგვისტო
"FK Development" არის წამყვანი დეველოპერული კომპანია, რომელიც ქმნის საერთაშორისო სტანდარტების, ინოვაციურ და მაღალი ხარისხის საცხოვრებელ პროექტებს საქართველოში.

"Tonino Lamborghini Tower Batumi" - მსოფლიო ბრენდის Tonino Lamborghini-ს სახელით შექმნილი პრემიუმ კლასის ბრენდირებული რეზიდენცია ბათუმში, რომელიც გამოირჩევა თანამედროვე არქიტექტურით, უნიკალური კონცეფციითა და უმაღლესი ხარისხის სტანდარტებით.

გუნდის გაფართოებასთან დაკავშირებით ვეძებთ ენერგიულ, ამბიციურ და შედეგზე ორიენტირებულ გაყიდვების მენეჯერს, რომელიც პროფესიონალურ გარემოში შეძლებს კარიერულ განვითარებას და მონაწილეობას მიიღებს ერთ-ერთი ყველაზე პრესტიჟული დეველოპერული პროექტის წარმატებაში.

ძირითადი მოვალეობები:

** პოტენციური კლიენტების პროფესიონალური კონსულტაცია და პროექტის სრულყოფილი პრეზენტაცია
** გაყიდვების პროცესის მართვა პირველადი კომუნიკაციიდან გარიგების წარმატებით დასრულებამდე
** შეხვედრების, პრეზენტაციებისა და პროექტის დათვალიერების ორგანიზება
** კლიენტებთან გრძელვადიანი ურთიერთობების ჩამოყალიბება და შენარჩუნება
** CRM სისტემაში მონაცემების დროული და ეფექტური მართვა
** გაყიდვების ინდივიდუალური და გუნდური მიზნების შესრულება
** ბაზრის ტენდენციებისა და კონკურენტული გარემოს მუდმივი ანალიზი
** კომპანიის მომსახურების მაღალი სტანდარტებისა და ბრენდის ღირებულებების დაცვა

საკვალიფიკაციო მოთხოვნები:

** გაყიდვების სფეროში მუშაობის მინიმუმ 1-2-წლიანი გამოცდილება
** უძრავი ქონების სექტორში მუშაობის გამოცდილება ჩაითვლება მნიშვნელოვან უპირატესობად
** ქართული ენის სრულყოფილი ცოდნა
** ინგლისური და/ან რუსული ენის სრულყოფილი ცოდნა
** მოლაპარაკებების, პრეზენტაციისა და გაყიდვების ძლიერი უნარები
** ეფექტური კომუნიკაციისა და კლიენტზე ორიენტირებული მიდგომა
** პასუხისმგებლობის მაღალი გრძნობა, ინიციატივიანობა და შედეგზე ორიენტირებულობა
** MS Office-ისა და CRM სისტემებთან მუშაობის გამოცდილება

ჩვენ გთავაზობთ:

** კონკურენტულ ფიქსირებულ ანაზღაურებას
** მაღალ საბონუსე და საკომისიო სისტემას
** პროფესიულ ტრენინგებსა და უწყვეტ კარიერულ განვითარებას
** თანამედროვე, დინამიკურ და საერთაშორისო სტანდარტების სამუშაო გარემოს
** შესაძლებლობას იმუშაოთ მსოფლიო ბრენდის Tonino Lamborghini-ს სახელით განხორციელებულ გამორჩეულ დეველოპერულ პროექტზე
** პროფესიონალთა გუნდთან თანამშრომლობას და კარიერული წინსვლის რეალურ შესაძლებლობას

სამუშაო ადგილი: ბათუმი

განაცხადის მიღების წესი:

დაინტერესებულ კანდიდატებს გთხოვთ, გამოაგზავნოთ CV ელფოსტაზე: info@fkdevelopment.ge.

თემის ველში მიუთითეთ:

"გაყიდვების მენეჯერი - Tonino Lamborghini Tower Batumi"

ჩვენ დავუკავშირდებით მხოლოდ შერჩეულ კანდიდატებს.
 
ყველა ვაკანსია ამ ორგანიზაციის ყველა განცხადება ამოსაბეჭდი ვერსია
გადაიტანე Facebook-ზე