"Goldenway Logistics" არის სწრაფად მზარდი კომპანია, რომელიც ლოჯისტიკურ საქმიანობასთან ერთად ახორციელებს საინვესტიციო და სამშენებლო პროექტებს. მიმდინარე და დაგეგმილი პროექტების ზრდასთან დაკავშირებით, ვეძებთ მოტივირებულ და პასუხისმგებლობიან არქიტექტორს/პროექტის მენეჯერს, რომელიც უხელმძღვანელებს პროექტის დაგეგმვას, კოორდინაციასა და მართვას.
სამუშაო ადგილი: თბილისი
დასაქმების ტიპი: სრული განაკვეთი
მიმდინარე პროექტი:
** III კლასის ობიექტი (სავარაუდო კლასი)
** ინდივიდუალური ერთბინიანი საცხოვრებელი სახლი
** საერთო ფართობი: დაახლოებით 2, 000-3, 000 კვ.მ, მათ შორის დაახლოებით 1, 000 კვ.მ მიწისქვეშა სარდაფი
ძირითადი მოვალეობები:
** პროექტის დაგეგმვა, ორგანიზება და მართვა
** საპროექტო და სანებართვო დოკუმენტაციის მომზადებისა და მოწესრიგების კოორდინაცია
** სხვადასხვა მიმართულების სპეციალისტებთან (არქიტექტორები, კონსტრუქტორები, საინჟინრო ჯგუფები, გეოლოგები, ტოპოგრაფები და სხვა) ეფექტური თანამშრომლობა
** სახელმწიფო უწყებებთან კომუნიკაცია და ნებართვების პროცესის მართვა
** პროექტის ვადების, ეტაპებისა და შესრულების კონტროლი
** პროექტის სრულ ციკლში აქტიური მონაწილეობა
საკვალიფიკაციო მოთხოვნები:
** უმაღლესი განათლება არქიტექტურის მიმართულებით
** მინიმუმ 1-2-წლიანი სამუშაო გამოცდილება
** სამშენებლო ნორმებისა და საპროექტო პროცესების ცოდნა
** პასუხისმგებლობის მაღალი გრძნობა და ორგანიზებულობა
** გუნდური მუშაობისა და კომუნიკაციის კარგი უნარები
** პროფესიული განვითარების სურვილი და მაღალი მოტივაცია
უპირატესობად ჩაითვლება:
** AutoCAD-ის, Revit-ის, ArchiCAD-ის ან სხვა საპროექტო პროგრამების ცოდნა
** სამშენებლო ნებართვის მიღების პროცესში მუშაობის გამოცდილება
** პროექტების კოორდინაციის გამოცდილება
ჩვენ გთავაზობთ:
** მასშტაბურ და საინტერესო პროექტებზე მუშაობის შესაძლებლობას
** პროფესიული და კარიერული განვითარების რეალურ პერსპექტივას
** გრძელვადიან თანამშრომლობას — კომპანია აქტიურად გეგმავს ახალი პროექტების განხორციელებას
** მეგობრულ, პროფესიონალურ და განვითარებაზე ორიენტირებულ სამუშაო გარემოს
** კონკურენტულ ანაზღაურებას, რომელიც განისაზღვრება კანდიდატის გამოცდილებისა და კვალიფიკაციის შესაბამისად
განაცხადის მიღების წესი:
დაინტერესებულ კანდიდატებს გთხოვთ, CV (და სურვილის შემთხვევაში პორტფოლიო) გამოაგზავნოთ შემდეგ ელ. ფოსტაზე: goldenwayltd.georgia@gmail.com
ელ. წერილის სათაურის ველში მიუთითეთ: "არქიტექტორი / პროექტის მენეჯერი".
|