Робота для біженців з України
რუსულენოვანი გაყიდვების მენეჯერი
 
ყველა ვაკანსია ამ ორგანიზაციის ყველა განცხადება ამოსაბეჭდი ვერსია
დასახელება: რუსულენოვანი გაყიდვების მენეჯერი
მომწოდებელი: Orion Cx
გამოქვეყნდა: 23 ივლისი / ბოლო ვადა: 23 აგვისტო
ვეძებთ რუსულენოვან გაყიდვების მენეჯერებს და ტელემარკეტინგის სპეციალისტებს!

საშუალო შემოსავალი 2500 ლარი - ბონუსებზე შეზღუდვის გარეშე!

გსურთ იმუშაოთ იქ, სადაც თქვენი შრომა პირდაპირ აისახება თქვენს შემოსავალზე?

მაშინ შემოგვიერთდით ჩვენს გუნდში!

ჩვენ ვართ განვითარებადი კომპანია და ამ ეტაპზე ვეძებთ აქტიურ რუსულენოვან გაყიდვების თანამშრომლებს კომფორტულ ოფისში, თბილისში.

ჩვენ გვჭირდება ადამიანები, რომლებსაც არ სურთ მხოლოდ ფიქსირებული ხელფასი, არამედ აქვთ სურვილი მეტის გამომუშავების, მიზნების მიღწევის და კომპანიასთან ერთად ზრდის.

რას გთავაზობთ:

** ფიქსირებული საბაზისო ხელფასი + შეუზღუდავი ბონუსები გაყიდვებიდან
** თქვენი შემოსავალი დამოკიდებულია თქვენს შედეგებზე — ზედა ზღვარი არ არსებობს
** წარმატებული თანამშრომლების საშუალო შემოსავალი 3000 ლარი და მეტი
** შესაძლებლობა მნიშვნელოვნად გაზარდოთ შემოსავალი საკუთარი შედეგების მიხედვით
** სრული ტრენინგი მუშაობის დაწყებამდე
** ხელმძღვანელისა და გუნდის მხარდაჭერა თითოეულ ეტაპზე
** განვითარების და ზრდის გამჭვირვალე სისტემა კომპანიაში
** კარიერული წინსვლის შესაძლებლობა: უფროსი მენეჯერი / თიმლიდი / დეპარტამენტის ხელმძღვანელი

რას გააკეთებთ:

** კლიენტებთან კომუნიკაცია ტელეფონის საშუალებით
** კომპანიის პროდუქტებისა და სერვისების პრეზენტაცია
** კლიენტებისთვის შესაბამისი გადაწყვეტილების შერჩევაში დახმარება
** კლიენტებთან მუშაობა და გარიგებების წარმატებით დასრულება
** სამუშაო შედეგების დაფიქსირება სისტემაში

იდეალური კანდიდატი:

** რუსული ენის ცოდნა (სავალდებულოა)
** გამართული მეტყველება და კომუნიკაციის სურვილი
** დამაჯერებელი კომუნიკაციის უნარი ან მისი განვითარების სურვილი
** მაღალი მოტივაცია შემოსავლის გაზრდაზე
** პასუხისმგებლობა და მიზნებზე ორიენტაცია
** ➕ ივრითი — დიდი უპირატესობა

სამუშაო პირობები:

** ოფისი თბილისში
** კვირიდან - ხუთშაბათამდე 11:00-19:00
** პარასკევი: 10:00-15:00

llcorioncx@gmail.com
 
ყველა ვაკანსია ამოსაბეჭდი ვერსია
გადაიტანე Facebook-ზე