Робота для біженців з України
ოპტიკური ქსელის მემონტაჟე
 
ყველა ვაკანსია ამოსაბეჭდი ვერსია
დასახელება: ოპტიკური ქსელის მემონტაჟე
მომწოდებელი: კომპანია
გამოქვეყნდა: 23 ივლისი / ბოლო ვადა: 23 აგვისტო
კომპანია აცხადებს ვაკანსიას ოპტიკური ქსელის მემონტაჟეს პოზიციაზე.

სამუშაო პირობები:

** ადგილმდებარეობა: თბილისი (რეგიონებში გასვლები მივლინებით)
** გრაფიკი: სრული განაკვეთ
** ანაზღაურება: კვალიფიკაციის შესაბამისი მინ 1500 ლარი

ძირითადი ფუნქცია-მოვალეობები:

** სატელეკომუნიკაციო ინფრასტრუქტურის მოწყობა: ოპტიკური კაბელების გაყვანა/მონტაჟი ბოძებზე, შენობის ფასადებსა და მიწისქვეშა საკომუნიკაციო არხებში;
** ოპტიკური ქუროებისა და პასიური გამანაწილებელი ყუთების ინსტალაცია;
** ქსელის მოდერნიზაცია და ამორტიზებული კაბელების დემონტაჟი.

საკვალიფიკაციო მოთხოვნები და უნარები:

** მსგავს პოზიციაზე (მეკაბელე) მუშაობის გამოცდილება ჩაითვლება უპირატესობად;
** პასუხისმგებლობის მაღალი გრძნობა და გუნდური მუშაობის უნარი;
** საქმისადმი ტექნიკური მიდგომა და დროის ეფექტურად მართვა;
** სასურველია საკუთარი ავტომობილის ყოლა (კომპანია უზრუნველყოფს საწვავის და ავტომობილის ცვეთის ხარჯების ანაზღაურებას).

რას გთავაზობთ ჩვენ:

** სტაბილურ სამუშაო გარემოს სწრაფად მზარდ კომპანიაში;
** ჯანმრთელობის დაზღვევას და სხვა კორპორატიულ ბენეფიტებს.

განაცხადის მიღება:

შემოგვიერთდით "ანტ"-ის პროფესიონალთა გუნდში! დაინტერესებულმა პირებმა გთხოვთ, გამოაგზავნოთ რეზიუმე (CV) ელ-ფოსტაზე: vacancy@ant.ge და წერილის სათაურის (Subject) ველში აუცილებლად მიუთითეთ პოზიციის დასახელება - "ოპტიკური ქსელის მემონტაჟე".

დაკავშირება მოხდება მხოლოდ იმ კანდიდატებთან, რომლებიც აკმაყოფილებენ ვაკანსიის მოთხოვნებს.

გისურვებთ წარმატებას!
 
ყველა ვაკანსია ამოსაბეჭდი ვერსია
გადაიტანე Facebook-ზე