Робота для біженців з України
მზარეულის დამხმარე
 
ყველა ვაკანსია ამ ორგანიზაციის ყველა განცხადება ამოსაბეჭდი ვერსია
დასახელება: მზარეულის დამხმარე
მომწოდებელი: სითი ჩიქენი
გამოქვეყნდა: 23 ივლისი / ბოლო ვადა: 23 აგვისტო
სწრაფი კვების რესტორანი "City Chicken" აცხადებს ვაკანსიას მზარეულის დამხმარის პოზიციაზე.

ჩვენ ვეძებთ ენერგიულ და პასუხისმგებლობიან კანდიდატს.

ადგილმდებარეობა: თბილისი, კოსტავას ქუჩა
სამუშაო გრაფიკი: კვირაში 5 დღე, 11:00 - 20:00
ანაზღაურება: 80 ლარი

ძირითადი მოვალეობები:

** ქათმის ხორცის მომზადება/შეწვა კომპანიის მიერ დადგენილი სტანდარტების შესაბამისად.
** სამუშაო ადგილის სისუფთავისა და ჰიგიენური ნორმების მკაცრი დაცვა.
** სამზარეულოს ინვენტარის მოწესრიგება და მოვლა.

საკვალიფიკაციო მოთხოვნები და უნარ-ჩვევები:

** სასურველია სამზარეულოში (სასურველია სწრაფი კვების სექტორში) მუშაობის გამოცდილება.
** სანიტარულ-ჰიგიენური ნორმების ცოდნა და დაცვა.
** პუნქტუალურობა, ორგანიზებულობა და შრომისმოყვარეობა.

ჩვენ გთავაზობთ: სტაბილურ სამუშაო გარემოს

განაცხადის შემოტანის წესი:

დაინტერესებულ კანდიდატებს გთხოვთ, გამოგზავნოთ თქვენი რეზიუმე (CV) მისამართზე: elsikatering@gmail.com

ელექტრონული წერილის სათაურში გთხოვთ, მიუთითოთ ვაკანსიის დასახელება: "მზარეულის დამხმარე".
 
ყველა ვაკანსია ამოსაბეჭდი ვერსია
გადაიტანე Facebook-ზე