შპს "არდენზე" არის მზარდი ავეჯის კომპანია.
კომპანია "Ardenze"-ში ვეძებთ მოტივირებულ და პასუხისმგებლიან დამხმარე ბუღალტერ-ოპერატორს, რომელიც შეუერთდება გუნდს და ჩაერთვება ყოველდღიური საბუღალტრო და საოპერაციო პროცესების მართვაში.
ძირითადი მოვალეობები:
** მომხმარებლის შეკვეთებისა და რეალიზაციის პროგრამაში შეყვანა;
** მასალებისა და ავეჯის მოძრაობის აღრიცხვა;
** ზედნადებებისა და ინვოისების მომზადება;
** ბუღალტერთან მჭიდრო თანამშრომლობა;
** პერიოდულ აღწერებსა და ინვენტარიზაციაში მონაწილეობის მიღება;
** ყოველდღიური საქმიანობიდან გამომდინარე სხვა ადმინისტრაციული და საოპერაციო დავალებების შესრულება.
საკვალიფიკაციო მოთხოვნები:
** უმაღლესი განათლება ფინანსების, ბუღალტერიის, ბიზნესის ადმინისტრირების ან მონათესავე მიმართულებით;
** ბუღალტრული მიმართულებით სამუშაო გამოცდილება (სასურველია);
** Microsoft Office-ის, განსაკუთრებით Excel-ის ცოდნა;
** Fina-ს საბუღალტრო პროგრამის ცოდნა (სასურველია);
** Oris-ს საბუღალტრო პროგრამის ცოდნა.
დასაქმების ადგილი: თბილისი, ნინუას ქ. N3
დაინტერესებულ პირებს, გთხოვთ გამოგზავნოთ თქვენი მონაცემები შემდეგ მისამართზე: info.ardenze@gmail.com და სათაურის ველში მიუთითოთ ვაკანსიის დასახელება.
|