Робота для біженців з України
სამედიცინო წარმომადგენელი
 
ყველა ვაკანსია ამ ორგანიზაციის ყველა განცხადება ამოსაბეჭდი ვერსია
დასახელება: სამედიცინო წარმომადგენელი
მომწოდებელი: ასფარმა-საქართველო
გამოქვეყნდა: 22 ივლისი / ბოლო ვადა: 22 აგვისტო
ფარმაცევტული კომპანია "ასფარმა" აცხადებს ვაკანსიას სამედიცინო მოწყობილობების მიმართულებით და ეძებს პასუხისმგებლობიან, მოტივირებულ და განვითარებაზე ორიენტირებულ თანამშრომელს, პოზიციაზე: სამედიცინო წარმომადგენელი (სამედიცინო მოწყობილობების მიმართულებით).

ძირითადი მოთხოვნები:

** უმაღლესი სამედიცინო განათლება;
** შესაბამის პოზიციაზე მუშაობის მინიმუმ ერთწლიანი გამოცდილება;
** ქართული ენის სრულყოფილი ცოდნა და გამართული მეტყველება;
** სასურველია უცხო ენების ცოდნა სასაუბრო დონეზე.

ფუნქცია-მოვალეობები:

** სამედიცინო მოწყობილობების ტექნიკური და ფუნქციური მახასიათებლების გაცნობა კლიენტებისთვის;
** სამედიცინო დაწესებულებებთან და პარტნიორებთან კომუნიკაცია;
** შეკვეთების მართვა და გაყიდვების პროცესის მხარდაჭერა;
** ბაზრის ანალიზი და ახალი შესაძლებლობების მოძიება.

უნარები/პიროვნული თვისებები:

** ეფექტური კომუნიკაციის უნარი;
** მაღალი პასუხისმგებლობა;
** პუნქტუალურობა და მაღალი ორგანიზებულობა სამუშაო პროცესში;
** შედეგზე ორიენტირებულობა;
** გუნდური და დამოუკიდებლად მუშაობის უნარი;

დაინტერესებულმა პირებმა უნდა გამოაგზავნონ CV (ავტობიოგრაფია), ფოტოსურათი (3X4) და დიპლომის ასლი შემდეგ მისამართზე: georgia@asfarma.com არაუგვიანეს 2026 წლის 28 აგვისტოსი. გთხოვთ, მიუთითოთ ვაკანსიის და რეგიონის დასახელება.

გთხოვთ გაითვალისწინოთ, რომ CV ფოტოსურათის გარეშე არ იქნება განხილული.
 
ყველა ვაკანსია ამოსაბეჭდი ვერსია
გადაიტანე Facebook-ზე