კომპანია "ნობლექსი" 2005 წლიდან მოღვაწეობს აგრობიზნესში და წარმოადგენს ერთ-ერთ უმსხვილეს სადისტრიბუციო კომპანიას ამ მიმართულებით საქართველოს მასშტაბით, რომელიც თბილისში, ქვ. ქართლსა და კახეთში წარმოდგენილია მაღაზიათა ქსელით "აგროსფერო", ასევე, არის ხორბლის თესლის სერტიფიცირებული მწარმოებელი კომპანია.
კომპანიის შესახებ ოფიციალური ინფორმაცია შეგიძლიათ იხილოთ:
ვებ. გვერდზე: http://www.agrosphere.ge/about
ჩვენი ონლაინ მაღაზია: https://agrosphere.ge
Facebook: https://agrosphe.re/facebook
Youtube: https://agrosphe.re/youtube
ჩვენი კომპანია გთავაზობთ საწყობის თანამშრომლის პოზიციაზე მუშაობას.
ფუნქცია-მოვალეობები:
** პროდუქციის მიღება საწყობში და დასაწყობება სტანდარტების მიხედვით
** საწყობში, პროდუქციის ვადებისა და ნაშთების კონტროლი
** პროდუქციის აგროვება და მიწოდება
** დოკუმენტაციის მართვა
მოთხოვნები:
** სასურველია, მსგავს პოზიციაზე მუშაობის გამოცდილება
** სასურველია, B კატეგორიის მართვის მოწმობის ქონა
** თვითდისციპლინირებულობა და მოწესრიგებულობა
** დეტალებზე ორიენტირებული ყურადღება
** გუნდური და მეგობრული ხასიათი
სამუშაო პირობები:
** სამუშაო დღეები: ორშაბათი-პარასკევი.
** სამუშაო საათები: 09:00-18:00
** სამუშაო ადგილი: თბილისი, კახეთის გზატკეცილი 155.
** ანაზღაურება: ფიქსირებული ანაზღაურება და ბონუსი
დაინტერესების შემთხვევაში, გთხოვთ, გამოაგზავნოთ თქვენი რეზიუმე ელექტრონულ ფოსტაზე - Hr@noblex.ge და სათაურის ველში (subject) მიუთითოთ ვაკანსიის დასახელება - "საწყობის თანამშრომელი".
გაცნობებთ, რომ შ.პ.ს. "ნობლექსი" ახორციელებს კანდიდატის პერსონალური მონაცემების დამუშავებას, ვაკანსიაზე კანდიდატის შესაბამისობის დადგენის მიზნით, "პერსონალურ მონაცემთა დაცვის შესახებ" საქართველოს კანონის მოთხოვნათა შესაბამისად.
ინფორმაცია კანდიდატის შესახებ ინახება არაუმეტეს 3 თვისა. იმ შემთხვევაში თუ არ გსურთ მონაცემთა შემდგომი დამუშავება ან გსურთ მონაცემთა ცვლილება ან წაშლა, გთხოვთ მოგვმართეთ.
|