სსიპ - საქართველოს ეროვნული მუზეუმი აცხადებს კონკურსს სსიპ - საქართველოს ეროვნული მუზეუმის ეკონომიკური დეპარტამენტის აღრიცხვა-ანგარიშგების სამსახურის ბუღალტრის პოზიციაზე.
ადგილების რაოდენობა - 1
საკვალიფიკაციო მოთხოვნები:
** უმაღლესი განათლება საფინანსო-ეკონომიკური ან/და ბუღალტერიის მიმართულებით;
** აღრიცხვა-ანგარიშგების მიმართულებით მუშაობის არანაკლებ 2 წლიანი გამოცდილება, საბიუჯეტო დაწესებულებაში მუშაობის არანაკლებ 1 წლიანი გამოცდილება;
** შემდეგი სამართლებრივი აქტების ცოდნა:
- საქართველოს შრომის კოდექსი;
- საქართველოს საგადასახადო კოდექსი;
- საქართველოს კანონი შრომის ანაზღაურების შესახებ;
- საქართველოს კანონი "საჯარო სამართლის იურიდიული პირის შესახებ";
- სახელმწიფო ბიუჯეტის შესახებ საქართველოს კანონი;
- "საქართველოს საბიუჯეტო კლასიფიკაციის დამტკიცების თაობაზე" საქართველოს ფინანსთა მინისტრის 2019 წლის 5 აპრილის №99 ბრძანება;
- "დაქირავებულისთვის გადახდილი სამივლინებო ხარჯების ნორმების განსაზღვრის შესახებ" საქართველოს ფინანსთა მინისტრის №220 ბრძანება
- "საბიუჯეტო ორგანიზაციების მიერ ცვეთის/ამორტიზაციის ბუღალტრულ აღრიცხვასა და ფინანსურ ანგარიშგებაში ასახვის შესახებ ინსტრუქციის დამტკიცების თაობაზე" საქართველოს ფინანსთა მინისტრის 2020 წლის 2 დეკემბრის №289 ბრძანება; ი) "სახელმწიფო ხაზინის მომსახურებაზე მყოფი ორგანიზაციების მიერ გადახდების განხორციელების წესის შესახებ ინსტრუქციის დამტკიცების თაობაზე" საქართველოს ფინანსთა მინისტრის 2014 წლის 31 დეკემბრის №424 ბრძანება;
- "საბიუჯეტო ორგანიზაციების მიერ აქტივებისა და ვალდებულებების ინვენტარიზაციის ჩატარების და ინვენტარიზაციის შედეგების საჯარო სექტორის ბუღალტრული აღრიცხვის საერთაშორისო სტანდარტების (სსბასს-ების) საფუძველზე აღრიცხვა-ანგარიშგებაში ასახვის შესახებ" ინსტრუქციის დამტკიცების თაობაზე" საქართველოს ფინანსთა მინისტრის 2021 წლის 31 დეკემბრის №364 ბრძანება;
** საბუღალტრო პროგრამა ორის-7-ის ცოდნა;
** სახელმწიფო ენის სრულყოფილი ცოდნა;
** სასურველია რომელიმე უცხო ენის ცოდნა.
უნარ-ჩვევები:
** პასუხისმგებლობის მაღალი გრძნობა
** დეტალებზე ორიენტირებულობა
** პუნქტუალურობა
** შრომისმოყვარეობა
გამოსაცდელი ვადა: 3 თვე
ფუნქცია-მოვალეობები:
** ყოველდღიური შემოსავლების და ხარჯების დარიცხვა და ბუღალტრული ასახვა საბუღალტრო პროგრამა ორისში;
** საქართველოს სახაზინო სამსახურის ელექტრონულ პორტალზე გადარიცხვების კონტროლი;
** შეძენილი ძირითად და მცირეფასიან საშუალებათა აღრიცხვის კონტროლი;
** წლიური ფინანსური ანგარიშგების მომზადებაში მონაწილეობა;
** ყოველთვიური დეკლარაციების ზედამხედველობა;
** ინვენტარიზაციის პროცესში მონაწილეობა;
** შემოსული და გასული კორესპონდენციის კომპეტენციის ფარგლებში დამუშავება.
სამუშაო გრაფიკი: კვირაში 5 დღე, ორშაბათიდან პარასკევის ჩათვლით, 10:00-18:00 საათამდე.
ანაზღაურება: 1980 ლარი (საქართველოს კანონმდებლობით გათვალისწინებული გადასახადების ჩათვლით).
სამუშაო ადგილი: ქ.თბილისი, რუსთაველის გამზირი N3
დაინტერესების შემთხვევაში გთხოვთ, გამოაგზავნოთ ქართულ ენაზე CV შემდეგი ელექტრონული ფოსტის მისამართზე: hrgnmuseum@gmail.com.
|