Робота для біженців з України
არქიტექტორი
 
ყველა ვაკანსია ამ ორგანიზაციის ყველა განცხადება ამოსაბეჭდი ვერსია
დასახელება: არქიტექტორი
მომწოდებელი: ახალი სახლი
გამოქვეყნდა: 22 ივლისი / ბოლო ვადა: 22 აგვისტო
კომპანია "ახალი სახლი" - წარმოადგენს არქიტექტურულ და სამშენებლო კომპანიას, რომელიც 2014 წლიდან ქმნის არქიტექტურულ, ინტერიერის დიზაინისა და ურბანულ პროექტებს. კომპანია მდებარეობს თბილისში http://www.akhalisakhli.com

12 წლის განმავლობაში განხორციელებული გვაქვს 500-ზე მეტი პროექტი არქიტექტურის, მშენებლობის, ინტერიერის დიზაინის, რემონტის მიმართულებით. ჩვენი გუნდი აერთიანებს 50-ზე მეტ სპეციალისტს - იდეიდან საბოლოო შედეგამდე.

მიმდინარე გაფართოებისა და ახალი პროექტების ფარგლებში, ვაცხადებთ ვაკანსიას არქიტექტორის პოზიციაზე.

სამუშაო გრაფიკი: ორშაბათიდან პარასკევის ჩათვლით
სამუშაო საათები: 10:00 - 19:00
შაბათი: 10:00 - 17:00
დასაქმების ტიპი: სრული განაკვეთი (ოფისიდან)
ადგილმდებარეობა: თბილისი, ვაჟა-ფშაველას 47

ძირითადი მოვალეობები:

** საპროექტო წინადადებების დეტალიზაციაში, მომზადებაში, კონცეფციის შემუშავებაში, ესკიზის შედგენა-დამუშავებაში აქტიური მონაწილეობის მიღება;
** საპროექტო დავალებისა და შედგენილი ესკიზის მიხედვით პროექტის სანებართვო პროცედურებისათვის აუცილებელი დოკუმენტაციის მომზადება, თანმდევი აუცილებელი დოკუმენტების მოპოვება-მომზადება.
** არქიტექტურული პროექტის მუშა დოკუმენტაციის სრული პაკეტის მომზადება. საპროექტო დავალების მიხედვით მთლიანი საპროექტო დოკუმენტაციის სისტემატიზაცია დამკვეთისათვის გადასაცემად;
** პროექტის განხორციელებისას წამოჭრილი საინჟინრო-ტექნიკური და არქიტექტურული საკითხების განხილვა;
** საზედამხედველო პროცედურების განხორციელება.
** მუნიციპალიტეტში შესატანი შესაბამისი დოკუმენტაციის მომზადება და შესაბამისი მონიტორინგი;

საკვალიფიკაციო მოთხოვნები:

** მსგავს პოზიციაზე მინიმუმ 2 წლიანი გამოცდილება
** აუცილებელია პროგრამების სრულყოფილი ცოდნა (Archicad)
** ჩაითვლება უპირატესობად დამატებითი პროგრამების ცოდნა (Lumion, Revit)

პიროვნული თვისებები:

** გუნდური და ინდივიდუალური მუშაობის უნარი;
** პასუხისმგებლობის მაღალი გრძნობა;
** კრეატიულობა;
** პუნქტუალურობა;
** კომუნიკაბელურობა;
** დეტალებზე ორიენტირებულობა;

წინადადების წარდგენის პირობები:

რეზიუმე და პორტფოლიო - მოგვაწოდეთ ქართულ ენაზე შემდეგ ელფოსტაზე: infoakhalisakhli@gmail.com აღნიშნული დოკუმენტების წარმოუდგენლობის შემთხვევაში თქვენი წინადადება არ განიხილება. ვიზუალურ მასალებში მიუთითეთ გამოყენებული პროგრამები.

კანდიდატის შერჩევა მოხდება რამდენიმე ეტაპად:

** რეზიუმეების გადარჩევა;
** ინტერვიუების ჩანიშვნა შერჩეულ კანდიდატებთან.

თანდართულ ფაილად გიგზავნით კომპანიის ლოგოს

წინასწარ გიხდით მადლობას!
 
ყველა ვაკანსია ამ ორგანიზაციის ყველა განცხადება ამოსაბეჭდი ვერსია
გადაიტანე Facebook-ზე