Робота для біженців з України
საერთაშორისო ლოგისტიკის მენეჯერი
 
ყველა ვაკანსია ამ ორგანიზაციის ყველა განცხადება ამოსაბეჭდი ვერსია
დასახელება: საერთაშორისო ლოგისტიკის მენეჯერი
მომწოდებელი: პრემიუმ ლოჯისტიკს ინთერნეიშენალ
გამოქვეყნდა: 22 ივლისი / ბოლო ვადა: 22 აგვისტო
კომპანია "პრემიუმ ლოჯისტიკს ინთერნეიშენალ" აცხადებს ვაკანსიას საერთაშორისო ლოგისტიკის მენეჯერის პოზიციაზე.

სამუშაო ადგილი და პირობები:

** სამუშაო ადგილი: თბილისი, გაბრიელ სალოსის 132 ნომერი
** სამუშაო გრაფიკი: ორშაბათი-პარასკევი, 09:30-17:30
** ანაზღაურება: ფიქსირებული, გამოცდილების მიხედვით + ბონუსი

ძირითადი მოვალეობები:

** ტრანსპორტირების და საბაჟო პროცესების სრული ოპერაციული მართვა და კონტროლი;
** სატრანსპორტო, საბაჟო და თანმხლები დოკუმენტაციის მართვა და კონტროლი;
** პრობლემური შემთხვევების დროული იდენტიფიცირება და ეფექტური გადაწყვეტა;
** პარტნიორების ბაზის მუდმივი განახლება და მათთან გრძელვადიანი ურთიერთობების ჩამოყალიბება

საკვალიფიკაციო მოთხოვნები:

** საერთაშორისო გადაზიდვების მენეჯერის პოზიციაზე სასურველია 2-წლიანი გამოცდილება;
** თურქული ან რუსული ენის საკომუნიკაციო დონეზე ცოდნა.

პიროვნული უნარ-ჩვევები:

** პასუხისმგებლობის მაღალი გრძნობა;
** ორგანიზებულობა და დროის მართვის უნარი;
** დეტალებზე ორიენტირებულობა;
** გუნდურად მუშაობის უნარი;
** სტრესული სიტუაციის მართვის უნარი;
** პუნქტუალურობა და ყურადღებიანობა

ჩვენ გთავაზობთ:

** სტაბილურ სამუშაო გარემოს;
** მეგობრულ და პროფესიონალურ გუნდს

დაინტერესებულ პირებს, გთხოვთ, გამოგვიგზავნოთ CV (რეზიუმე) მითითებულ ელექტრონულ ფოსტაზე office@premiumlogistics.ge და გთხოვთ, სათაურის გრაფაში მიუთითოთ პოზიციის სახელწოდება. საერთაშორისო გადაზიდვების ლოჯისტიკის მენეჯერი.

გისურვებთ წარმატებას!
 
ყველა ვაკანსია ამ ორგანიზაციის ყველა განცხადება ამოსაბეჭდი ვერსია
გადაიტანე Facebook-ზე