კომპანია 2010 წლიდან წარმოადგენს ტურისტულ ჰოლდინგს და მუშაობს როგორც გამყვან, ასევე შემომყვან ტურიზმზე. მასში გაერთიანებულია, თავის სფეროში, ბაზარზე ლიდერი კომპანიები: GASA რომელიც გამყვანი ტურიზმითაა დაკავებული, ეწევა ავიაბილეთებისა და ტურისტული პაკეტების რეალიზაციას და ოფიციალური სავაჭრო აგენტია საქართველოში ისეთი ავიახაზების როგორიცაა: Pegasus Airlines, Air Arabia, GDM- კი დაკავებულია შემომყვანი ტურიზმით. პარტნიორები ჰყავს "გალფი"- სა და "დსთ"-ს ქვეყნებში და ასევე, საქართველოს სტუმრებს სთავაზობს ქვეყნის შიდა ტურებს.
თუ მარკეტინგი შენთვის მხოლოდ პროფესია კი არა, შემოქმედებითი პროცესია, გელოდებით ჩვენს გუნდში.
სამუშაო პირობები:
სამუშაო გრაფიკი: ორშაბათი-პარასკევი 10:00-დან 18:00-მდე (შესვენება 1 საათი)
დასვენების დღეები: შაბათ კვირას და ოფიციალურ დასვენების დღეებში,
სამუშაო ადგილი: ქ. თბილისი, კოსტავას 14 (სტამბა)
ძირითადი მოვალეობები:
** მარკეტინგული კამპანიების დაგეგმვასა და განხორციელებაში აქტიური მონაწილეობა - როგორც ონლაინ, ისე ოფლაინ არხებზე,
** კონკურენტული გარემოს, ტენდენციებისა და საუკეთესო პრაქტიკების ანალიზი და მიღებული ინფორმაციის გუნდისთვის გაზიარება,
** მომხმარებლებისა და პარტნიორების უკუკავშირის შეგროვება, ანალიზი და მარკეტინგული ინიციატივების გაუმჯობესება,
** მრავალარხიანი კონტენტის დაგეგმვა - სოციალური მედია, ბლოგები, ელფოსტა, საინფორმაციო ტექსტები და სხვა,
** B2B და B2C ღონისძიებებში მონაწილეობის მიღება - ორგანიზაციული და საკომუნიკაციო პროცესების მხარდაჭერა,
** მარკეტინგის გუნდთან მჭიდრო თანამშრომლობა სტრატეგიული მიზნების ეფექტურად შესასრულებლად,
** დამატებითი პროექტებისა და დავალებების შესრულება ხელმძღვანელის მითითებით,
ჩვენ ველით შენგან:
** იყო კრეატიული, ინიციატივიანი და შედეგზე ორიენტირებული,
** იყო მეგობრული და გქონდეს კარგი კომუნიკაციის უნარი,
** გქონდეს მარკეტინგში 1 წლიანი მუშაობის გამოცდილება.
რას გთავაზობთ ჩვენ:
თანამედროვე სამუშაო გარემოს, პროფესიული ზრდის შესაძლებლობას და გუნდს, რომელიც ახალ იდეებს ყოველთვის მიესალმება.
დაინტერესების შემთხვევაში გამოგვიგზავნეთ რეზიუმე შემდეგ ელ-ფოსტაზე - HR@CTH.GE. აუცილებლად მიუთითეთ ვაკანსიის დასახელება- მარკეტინგის სპეციალისტი.
CTH გისურვებთ წარმატებას!
|