Робота для біженців з України
ავტოსერვისის გაყიდვების მენეჯერი
 
ყველა ვაკანსია ამ ორგანიზაციის ყველა განცხადება ამოსაბეჭდი ვერსია
დასახელება: ავტოსერვისის გაყიდვების მენეჯერი
მომწოდებელი: გსმ სერვისი
გამოქვეყნდა: 21 ივლისი / ბოლო ვადა: 21 აგვისტო
"გსმ სერვისი" აცხადებს ვაკანსიას ავტოსერვისის კორპორატიული გაყიდვების მენეჯერის თანამდებობაზე.

პოზიციის შესახებ:

სათადარიგო ნაწილებისა და ავტოტექმომსახურების გაყიდვების ეფექტიანი მართვა, შემოსავლების ზრდა, მომხმარებელთა კმაყოფილების უზრუნველყოფა და გრძელვადიანი პარტნიორული ურთიერთობების ჩამოყალიბება.

შესასრულებელი სამუშაო:

** გაყიდვების სტრატეგიისა და არხების შემუშავება;
** მარკეტინგული სტრატეგიის შემუშავება, დანერგვა მართვა;
** ახალი კორპორატიული კლიენტების მოძიება სერვისის და სათადარიგო ნაწილების რეალიზაციის მიზნით;
** ფასების შეთავაზებებისა და კომერციული წინადადებების მომზადება;
** შემოსული ლიდების მართვა;
** საწყობის მარაგების კონტროლი. შეკვეთების დაგეგმვა და იმპორტის პროცესში მონაწილეობა;

საკვალიფიკაციო მოთხოვნები:

** უმაღლესი განათლება;
** საოფისე პროგრამების (MS Office) და Excel პროგრამის ცოდნა;
** მსგავს პოზიციაზე მუშაობის მინიმუმ 2 წლიანი გამოცდილება.
** ავტოსატრანსპორტო საშუალების ტექნიკური მახასიათებლების ცოდნა;

დაინტერესებულ პირებს, გთხოვთ, გამოგზავნოთ ქართულ ენაზე CV მისამართზე: hr@gsmservice.ge და სათაურის ველში მიუთითოთ ვაკანსიის დასახელება, წინააღმდეგ შემთხვევაში CV არ განიხილება.
 
ყველა ვაკანსია ამ ორგანიზაციის ყველა განცხადება ამოსაბეჭდი ვერსია
გადაიტანე Facebook-ზე