კომპანია "DG ჯგუფი" აცხადებს ვაკანსიას ადამიანური რესურსების ხელმძღვანელის პოზიციაზე.
გრაფიკი: სრული
ანაზღაურება: შეთანხმებით
ფუნქცია-მოვალეობები:
** ორგანიზაციის მასშტაბით ადამიანური რესურსების მართვის სტრატეგიის, პოლიტიკის შემუშავება, დანერგვა და მონიტორინგი;
** HR მიმართულებით პროცედურების და ინსტრუქციების შემუშავება და მათი პერიოდული განახლება;
** თანამშრომელთა შერჩევის პროცესის ორგანიზება, სრული ციკლის მართვა;
** კომპანიაში ახალი თანამშრომლების ონბორდინგის/ადაპტაციისთვის საჭირო ღონისძიებების დაგეგმვა/განხორციელება;
** პერსონალის მართვა და დენადობის კონტროლი;
** ტრენინგების საჭიროებების განსაზღვრა, დაგეგმვა/ორგანიზება და საბაზისო ტრენინგების ჩატარება;
** შეფასების სისტემის შემუშავება, განვითარება, მართვა და კონტროლი;
** სამოტივაციო სისტემის შემუშავება და შესაბამისი აქტივობების დაგეგმვა/განხორციელება;
** დოკუმენტაციის წარმოება საქართველოს შრომითი კანონმდებლობის და კომპანიის წესდების შესაბამისად.
საკვალიფიკაციო მოთხოვნები:
** უმაღლესი განათლება (ადამიანური რესურსების მართვის, ბიზნესის ადმინისტრირების ან ფსიქოლოგიის მიმართულებით);
** ადამიანური რესურსების მართვის მიმართულებით ხელმძღვანელის პოზიციაზე მუშაობის მინიმუმ 4 წლიანი გამოცდილება;
** ინგლისური და რუსული ენის მაღალ დონეზე ფლობა.
საჭირო უნარ-ჩვევები:
** ანალიტიკური აზროვნება;
** პრობლემის იდენტიფიცირებისა და გადაჭრის გზების დასახვის უნარი;
** ინფორმაციის სწორად და დამაჯერებლად გადმოცემის უნარი;
** პასუხისმგებლობის გრძნობა;
** პრიორიტეტების განსაზღვრის უნარი;
** დეტალებზე ორიენტაციის უნარი.
დაინტერესებულ პირებს, გთხოვთ, გამოგზავნოთ რეზიუმე შემდეგ ელფოსტაზე: hr@dgholding.ge.
სათაურის ველში მიუთითეთ იმ პოზიციის დასახელება, რომელზეც აკეთებთ განაცხადს.
გისურვებთ წარმატებას!
|