კომპანია "არქი", წამყვანი დეველოპერული კომპანია საქართველოში, რომელიც დაარსდა 2006 წელს. უკვე წარმატებით დავასრულეთ 55 პროექტი და ამჟამად გვაქვს 33 მიმდინარე მშენებლობა საქართველოში.
"არქიში" ვეძებთ მშენებლობის ზედამხედველს.
ლოკაცია: რუსთავი
მისი ძირითადი ფუნქციები იქნება:
** სამშენებლო ობიექტებზე მიმდინარე სამშენებლო-სამონტაჟო სამუშაოების მუდმივი მონიტორინგი;
** მიმდინარე ტექნოლოგიური პროცესების მიმდინარეობისა და ხარისხის კონტროლი;
** გამოყენებული მასალების ხარისხის კონტროლი;
** სამუშაოთა მსვლელობისას დაშვებული ტექნოლოგიური ხარვეზების დროული იდენტიფიცირება და აღმოფხვრაზე ზრუნვა;
** ფარულ სამუშაოთა შესრულებაზე დაკვირვება და შესაბამისი აქტების წარმოება;
** პერიოდული ანგარიშის მომზადება.
საკვალიფიკაციო მოთხოვნები:
** უმაღლესი განათლება (სასურველია სამოქალაქო და სამრეწველო მშენებლობის მიმართულებით);
** აუცილებელია სამშენებლო სამუშაოების ზედამხედველობის გამოცდილება.
ლოკაცია: რუსთავი
თუ დაგაინტერესა ჩვენმა ვაკანსიამ და გაქვს შესაბამისი გამოცდილება, მაშინ ველით შენს CV-ს, რომელიც შეგიძლია ატვირთო მითითებულ ბმულზე 2026 წლის 2 აგვისტოს ჩათვლით:
http://crm.archi.ge/crm/deal/web_form/vacancy.php
დაკავშირება მოხდება მხოლოდ შერჩეულ კანდიდატებთან. გთხოვთ, გაითვალისწინოთ, თქვენი რეზიუმე მომდევნო ექვსი თვის განმავლობაში შეინახება კომპანიის მონაცემთა ბაზაში.
ამასთანავე, თქვენი კანდიდატურა შესაძლებელია განხილულ იქნას სხვა, მსგავს პოზიციაზე ვაკანსიის არსებობის შემთხვევაში.
|