ტურინვესტ ჯგუფი აცხადებს ვაკანსიას საწყობის უფროსის დამხმარის პოზიციაზე საბაგირო გზაზე არსებულ რესტორან "არგო"-ში.
ძირითადი მოვალეობები:
** მიიღოს, გადათვალოს ან აწონოს და დაასაწყობოს ყველა სახის პროდუქტი (ბარი, სამზარეულო, სამეურნეო, საყოფაცხოვრებო და სხვა) სტანდარტებისა და პროცედურების დაცვით;
** უზრუნველყოს უხარისხო, უვარგისი ან შეცდომით მოწოდებული პროდუქციის გაცვლა-დაბრუნება;
** შეადაროს მიღებული პროდუქტის რაოდენობა დოკუმენტაციას (ზედდებულს);
** გასცეს საქონელი საწყობიდან დეპარტამენტზე ოფიციალური გადატანის ზედდებულის (ტრანსფერის) საშუალებით, ისე რომ აქტი ხელმოწერილი იქნეს ორივე მხარის მიერ;
** მიიღოს მონაწილეობა ყოველთვიურ ინვენტარიზაციაში;
** საწყობში განლაგებული მარაგები ჰქონდეს დალაგებული, მოწესრიგებული ოპტიმალურად და სტანდარტების შესაბამისად;
ძირითადი მოთხოვნები:
** მსგავს პოზიციაზე მუშაობის გამოცდილება;
** ინგლისური ენის სასაუბრო დონეზე ცოდნა, ნებისმიერი დამატებითი ენის ცოდნა ჩაითვლება უპირატესობად;
** თავაზიანი;
** ორგანიზებული;
** გუნდური მუშაობის უნარი;
** დროის მართვის უნარი;
** პასუხისმგებლობის მაღალი გრძნობა;
სამუშაო პირობები:
სამუშაო ადგილი: ქ. ბათუმი, ყადირ შერვაშიძის აღმართი №78
სამუშაო განაკვეთი: სრული განაკვეთი
ანაზღაურება: შეთანხმებით
ჩვენ გთავაზობთ:
** კომფორტულ სამუშო გრაფიკს;
** კვებით უზრუნველყოფას;
** ტრანსპორტირებას საბაგირო გზით;
გამოწვევებით სავსე, სასიამოვნო, მრავალფეროვან და განვითარებად გარემოსთან ერთად კომპანია თანამშრომლებს განსაკუთრებულ ბენეფიტებსაც სთავაზობს:
** კვებითი უზრუნველყოფა
** ჯანმრთელობის დაზღვევა
** 50%-იანი ფასდაკლება ჰილტონ ბათუმის: Nephele Sky Bar, Tandila Lobby Bar, Eforea Spa
** 70%-იანი ფასდაკლება საბაგირო გზაზე "არგო"
** ფასდაკლება რესტორან "არგო"-ში
კომპანიის შესახებ
ტურინვესტ ჯგუფი საქართველოში ოპერირებს 2008 წლიდან და 200 მილიონ დოლარზე მეტი ინვესტიცია აქვს განხორციელებული. კომპანიის საქმიანობის მიმართულებები მოიცავს:
** მშენებლობასა და უძრავი ქონების მართვას
** სასტუმროებისა და რესტორნების ოპერირებას
** ტურისტული ატრაქციონებისა და სათამაშო ბიზნესის მართვას
** საერთაშორისო ბრენდებთან პარტნიორობას
დღეისათვის კომპანიაში დასაქმებულია 800-ზე მეტი ადამიანი, რაც ტურინვესტ ჯგუფს ერთ-ერთ ყველაზე მსხვილ დამსაქმებლად აქცევს რეგიონში. კომპანია განსაკუთრებულ ყურადღებას უთმობს თანამშრომელთა განვითარებასა და პროფესიულ წინსვლას.
დაინტერესებულმა კანდიდატებმა ვაკანსიაზე განაცხადის შესავსებად, გთხოვთ, ეწვიეთ მითითებულ ბმულს: https://careertourinvestgroup.bitrix24.site/crm_form_udacc/
დაკავშირება მოხდება მხოლოდ შერჩეულ კანდიდატებთან.
კომპანია ტურინვესტ ჯგუფი მადლობას გიხდით ვაკანტური პოზიციით დაინტერესებისთვის და გისურვებთ წარმატებას!
|