საქართველოში წამყვანი სადისტრიბუციო კომპანია შპს "მზიური", რომელიც წარმოადგენს მსოფლიოში ცნობილი ბრენდების (Oleina, Lindt, Kimberly-Clark და სხვა) ექსკლუზიურ დისტრიბუტორს საქართველოში, აცხადებს ვაკანსიას მძღოლ-დისტრიბუტორის (B კატეგორია) პოზიციაზე.
პირობები:
** ანაზღაურება: საშუალოდ 1 800 - 2 500 ლარი
** სამუშაო დღეები: ორშაბათი-პარასკევი
** სამუშაო განაკვეთი: სრული
** სამუშაო ადგილი: თბილისი, ავჭალა, ე. ანდრონიკაშვილის ქ. №151
აუცილებელი მოთხოვნები:
** აუცილებელია ქონებრივი უზრუნველყოფის წარმოდგენა
** B კატეგორიის მართვის მოწმობა;
** ავტომობილის მართვის გამოცდილება მინიმუმ 1 წელი;
** სასურველია სადისტრიბუციო სფეროში მუშაობის გამოცდილება.
პიროვნული თვისებები:
** პუნქტუალურობა;
** პასუხისმგებლობის მაღალი გრძნობა;
** გუნდური მუშაობის უნარი;
** ენერგიულობა;
** მაღალი შრომისუნარიანობა;
** ორგანიზებულობა.
ძირითადი მოვალეობები:
** შეკვეთილი პროდუქციის უსაფრთხო და დროული ტრანსპორტირება კომპანიის კუთვნილი ავტომობილით;
** სავაჭრო ობიექტებისთვის პროდუქციის მიწოდება და უშუალო დისტრიბუციის პროცესში მონაწილეობა;
** პროდუქციის მიღება-ჩაბარების პროცესის კონტროლი;
** ავტომობილის ტექნიკური მდგომარეობის მონიტორინგი და შესაბამისი ინფორმაციის მიწოდება პასუხისმგებელი პირებისთვის;
** საწვავის ხარჯვის კონტროლი;
** კომპანიის შიდა პროცედურებისა და უსაფრთხოების წესების დაცვა.
დაინტერესებულ პირებს გთხოვთ, გამოაგზავნოთ CV (ქართულ ენაზე), ფოტოსურათით, შემდეგ ელექტრონულ მისამართზე: Hr@mziuri.com.ge
გთხოვთ, ელფოსტის სათაურში აუცილებლად მიუთითოთ ვაკანსიის დასახელება - "მძღოლ-დისტრიბუტორი (B კატეგორია)".
მონაცემთა სუბიექტის ინფორმირება დამუშავებისთვის პასუხისმგებელი პირის ვინაობა/სახელწოდება და საკონტაქტო ინფორმაცია:
შპს "მზიური"
ტელ.: 032 2 00 11 55
მონაცემთა დამუშავების მიზანი: თავისუფალ სამუშაო ადგილზე დასაქმებულის მოძიება და შრომითი ურთიერთობის დამყარების შესახებ გადაწყვეტილების მიღება.
სამართლებრივი საფუძველი: მონაცემთა დამუშავება აუცილებელია მონაცემთა სუბიექტის მოთხოვნით გარიგების, მათ შორის შრომითი ხელშეკრულების, დასადებად.
ინფორმაცია მონაცემთა მიწოდების სავალდებულოობის შესახებ: კანდიდატის მიერ მონაცემების წარმოდგენა სავალდებულოა. მონაცემების წარმოუდგენლობის შემთხვევაში ვერ მოხდება კანდიდატის განხილვა შრომითი ურთიერთობის დასამყარებლად.
მონაცემთა მიმღები: შპს "მზიურის" ადამიანური რესურსების სამსახური.
მონაცემთა გადაცემისა და დაცვის გარანტიები: წარმოდგენილი პერსონალური მონაცემები გამოყენებული იქნება მხოლოდ შერჩევის პროცესის მიზნებისთვის და კანდიდატის თანხმობის გარეშე არ გადაეცემა მესამე პირს, გარდა კანონმდებლობით გათვალისწინებული შემთხვევებისა.
მონაცემთა შენახვის ვადა: მონაცემების მიღებიდან არაუმეტეს 6 თვე.
მონაცემთა სუბიექტის უფლებები:
** მონაცემთა დამუშავების შესახებ ინფორმაციის მიღების უფლება;
** მონაცემთა გაცნობისა და ასლის მიღების უფლება;
** მონაცემთა გასწორების, განახლებისა და შევსების უფლება;
** მონაცემთა დამუშავების შეწყვეტის, წაშლის ან განადგურების უფლება;
** მონაცემთა დაბლოკვის უფლება;
** მონაცემთა გადატანის უფლება;
** ავტომატიზებული გადაწყვეტილების მიღებასთან დაკავშირებული უფლებები;
** თანხმობის გამოხმობის უფლება;
** გასაჩივრების უფლება.
შპს "მზიური" თანამშრომელთა შერჩევის პროცესს ახორციელებს საქართველოს კანონმდებლობის შესაბამისად, თანაბარი მოპყრობის პრინციპების დაცვით და გამორიცხავს კანდიდატების მიმართ დისკრიმინაციას ნებისმიერი ნიშნით.
|