Робота для біженців з України
სამშენებლო სამუშაოთა მწარმოებელი
 
ყველა ვაკანსია ამოსაბეჭდი ვერსია
დასახელება: სამშენებლო სამუშაოთა მწარმოებელი
მომწოდებელი: სამშენებლო კომპანია
გამოქვეყნდა: 21 ივლისი / ბოლო ვადა: 21 აგვისტო
სამშენებლო კომპანია აცხადებს ვაკანსიას სამშენებლო სამუშაოთა მწარმოებლის პოზიციაზე.

ჩვენი შეთავაზება და სამუშაო პირობები:

** ანაზღაურება: 3000-3500 ლარი (კვალიფიკაციის შესაბამისად)
** სამუშაო განაკვეთი: ორშაბათი - შაბათი, 09:00-18:00
** კვირა დღე - დასვენება
** სამშენებლო სამუშაოების განხორციელება საპროექტო და ტექნიკური დოკუმენტაციის შესაბამისად;
** სამშენებლო სამუშაოების დაგეგმვა, ორგანიზება და კონტროლი, როგორც ყოველდღიურ ჭრილში, ისე გრძელვადიან პერსპექტივაში;
** პროექტზე დასაქმებული თანამშრომლებისა და ქვეკონტრაქტორების კოორდინაცია. მათთვის სამუშაო გეგმის გაცნობა და მათ მიერ შესრულებული სამუშაოს აღრიცხვა;
** სამშენებლო მასალებისა და ხელსაწყოების მიღება, აღრიცხვა და სწორად გამოყენების კონტროლი;
** შესრულებული სამუშაოს მოცულობის აღრიცხვა, ანალიზი და ანგარიშგება (ყოველდღიური ფორმების შევსება);
** სამუშაოების წარმოებისას სხვა და სხვა აქტების მომზადება (ფარული სამუშაოს აქტი, სამუშაოების წარმოების ჟურნალი და სხვა);
** უსაფრთხოების სპეციალისტის მითითებების შესრულების უზრუნველყოფა.

მოთხოვნები:

** სამუშაოთა მწარმოებლად მუშაობის არანაკლებ 3 წლიანი გამოცდილება;
** საპროექტო ნახაზებისა და ტექნიკური დოკუმენტაციის სწორად წაკითხვის უნარი;
** ტექნიკური და სამშენებლო წესებისა და ნორმების ცოდნა;
** პასუხისმგებლობის მაღალი გრძნობა და ორგანიზებულობა;
** პრობლემების სწრაფად და ხარისხიანად გადაჭრის უნარი.

დაინტერესების შემთხვევაში, გთხოვთ, გამოაგზავნოთ CV ელექტრონულ მისამართზე: irakliaptsiauri96@gmail.com და სათაურის ველში (subject) მიუთითეთ პოზიციის დასახელება.
 
ყველა ვაკანსია ამოსაბეჭდი ვერსია
გადაიტანე Facebook-ზე