Робота для біженців з України
უკუკავშირის სპეციალისტი
 
ყველა ვაკანსია ამოსაბეჭდი ვერსია
დასახელება: უკუკავშირის სპეციალისტი
მომწოდებელი: VNG Holding
გამოქვეყნდა: 21 ივლისი / ბოლო ვადა: 21 აგვისტო
"VNG Holding" აცხადებს ვაკანსიას უკუკავშირის სპეციალისტის პოზიციაზე.

"VNG Holding" ეძებს კომუნიკაბელურ და პასუხისმგებლიან თანამშრომელს, რომელიც იმუშავებს iTechnics-ისა და Mstore-ის მომხმარებლებთან.

ძირითადი მოვალეობები:

** შემომავალ ზარებზე პასუხი;
** მომხმარებლების კითხვების დამუშავება ჩათში, სოციალურ ქსელებსა და ელფოსტაზე;
** კომენტარებისა და პირადი შეტყობინებების მართვა;
** პროდუქციისა და მომსახურების შესახებ ინფორმაციის მიწოდება;
** მომხმარებლის პრობლემის გარკვევა და საჭიროების შემთხვევაში შესაბამის გუნდთან გადამისამართება;
** მიღებული უკუკავშირის აღრიცხვა და დამუშავება.

კანდიდატი უნდა აკმაყოფილებდეს შემდეგ მოთხოვნებს:

** ფლობდეს ქართულ და ინგლისურ ენებს;
** ჰქონდეს გამართული წერითი და ზეპირი კომუნიკაციის უნარი;
** გამოირჩეოდეს პასუხისმგებლობითა და ყურადღებიანობით;
** შეეძლოს მომხმარებელთან თავაზიანი და ეფექტური კომუნიკაცია;
** ფლობდეს კომპიუტერულ პროგრამებს;
** ტექნიკისა და ახალი ტექნოლოგიების მიმართ ინტერესი ჩაითვლება უპირატესობად;
** მსგავს პოზიციაზე მუშაობის გამოცდილება ჩაითვლება უპირატესობად.

კომპანია თანამშრომელს სთავაზობს:

** ჯანმრთელობის დაზღვევას;
** FitPass-ს;
** მეგობრულ სამუშაო გარემოს;
** პროფესიული განვითარების შესაძლებლობას.

ანაზღაურება: განისაზღვრება კანდიდატის გამოცდილების შესაბამისად

დაინტერესების შემთხვევაში გამოაგზავნეთ რეზიუმე ელფოსტაზე: vacancy@itechnics.ge და სათაურში მიუთითეთ ვაკანსიის დასახელება.
 
ყველა ვაკანსია ამოსაბეჭდი ვერსია
გადაიტანე Facebook-ზე