შპს "საქართველოს აეროპორტების გაერთიანება" აცხადებს კონკურსს საავიაციო ბიზნესის განვითარების სამსახურის კოორდინატორის პოზიციაზე.
სამუშაო ადგილი - თბილისი.
ანაზღაურება - 2820 ლარი (gross).
სამუშაოს ტიპი: სრული.
გამოსაცდელი ვადა: 6 თვე.
ორგანიზაციის შესახებ
კომპანიის სამართლებრივი ფორმაა- შეზღუდული პასუხისმგებლობის საზოგადოება, რომელიც შექმნილია "მეწარმეთა შესახებ" საქართველოს კანონის შესაბამისად.
კომპანია ოპერირებს საქართველოს სამ აეროპორტში. ესენია: დავით აღმაშენებლის სახელობის ქუთაისის საერთაშორისო აეროპორტი; თამარ მეფის სახელობის მესტიის აეროპორტი და ამბროლაურის აეროპორტი.
ფუნქცია-მოვალეობები:
** საქართველოს აეროპორტებში ახალი ავიაკომპანიებისა და ახალი ავიამიმართულებების მოზიდვის პროცესში მონაწილეობა;
** საავიაციო ბაზრის, კონკურენტული გარემოს, მგზავრის მოთხოვნისა და ინდუსტრიის ტენდენციების კვლევა, ანალიზი და შესაბამისი ანგარიშის მომზადება;
** ახალი ავიამიმართულებების განვითარების პოტენციალის შეფასებაში მონაწილეობა და შესაბამისი ანალიზის მომზადება;
** ავიაკომპანიებისთვის კომერციული წინადადებების, პრეზენტაციების, საინფორმაციო მასალებისა და სხვა დოკუმენტაციის მომზადებაში მონაწილეობა;
** ავიაკომპანიებთან, აეროპორტებთან, სახელმწიფო უწყებებთან, ტურიზმის სექტორის წარმომდგენლებთან და სხვა პარტნიორ ორგანიზაციებთან ყოველდღიური კომუნიკაციის მხარდაჭერა;
** მიმდინარე მოლაპარაკებების, პროექტებისა და კომერციული ინიციატივების კოორდინაციაში მონაწილეობა;
** საერთაშორისო საავიაციო ფორუმების, გამოფენების B2B შეხვედრების ორგანიზებასა და მომზადებაში მონაწილეობა და შესაბამისი რეპორტების წარმოება;
** ავიაკომპანიებისა და ინდუსტრიის პარტნიორების/პოტენციური პარტნიორების მონაცემთა ბაზის წარმოება, განახლება და ადმინისტრირება;
** კომერციული დეპარტამენტის ყოველდღიური საქმიანობის მხარდაჭერა;
** კომპანიის ხელმძღვანელობისა თუ უშუალო ხელმძღვანელის მიერ დაკისრებული სხვადასხვა მოვალეობების შესრულება კომპეტენციის ფარგლებში.
საკვალიფიკაციო მოთხოვნები:
** უმაღლესი განათლება;
** 2 წლიანი სამუშაო გამოცდილება ბიზნესის განვითარების, კომერციის, გაყიდვების მიმართულებით;
** ავიაციის სფეროში გამოცდილება ჩაითვლება უპირატესად;
** ინგლისური ენის C1 დონეზე ფლობა (როგორც წერითი ასევე, ზეპირი კომუნიკაცია);
კონკურსის ეტაპებია:
** განაცხადების გადარჩევა;
** გასაუბრება;
** პრაქტიკული დავალების შესრულება, წარდგენა და პრეზენტაცია შერჩეული კანდიდატების მიერ.
დამატებითი ინფორმაცია:
მსურველებს, გთხოვთ, გამოაგზავნოთ რეზიუმე ელ. ფოსტაზე: hr@airports.ge და სათაურში მიუთითოთ ვაკანსიის დასახელება. ვაკანსიაზე განიხილება მხოლოდ ის კანდიდატურა, რომელიც აკმაყოფილებს მოთხოვნებს.
რეზიუმეების მიღება გაგრძელდება 2026 წლის 29 ივლისის ჩათვლით.
CV-ს გამოგზავნით, აცხადებთ თანხმობას შპს "საქართველოს აეროპორტების გაერთიანებამ" დაამუშაოს თქვენი პერსონალური მონაცემები დასაქმების მიზნით, ასევე, საჭიროების შემთხვევაში, გადასცეს აღნიშნული მონაცემები მის კონსულტანტებს. თქვენი პერსონალური მონაცემები შეინახება შპს "საქართველოს აეროპორტების გაერთიანებაში" 1 წლის ვადით.
|