Робота для біженців з України
რეგისტრატორი
 
ყველა ვაკანსია ამ ორგანიზაციის ყველა განცხადება ამოსაბეჭდი ვერსია
დასახელება: რეგისტრატორი
მომწოდებელი: თოდუას კლინიკა
გამოქვეყნდა: 20 ივლისი / ბოლო ვადა: 20 აგვისტო
შპს "თოდუას კლინიკა" აცხადებს ვაკანსიას რეგისტრატორის პოზიციაზე.

ძირითადი მოვალეობები:

** პაციენტის ვიზიტის გაფორმება, სამედიცინო პროგრამაში რეგისტრაცია და საჭირო ინფორმაციის მიწოდება;
** შესაბამის განყოფილებებსა და სივრცეებში გადამისამართება;
** პაციენტების რიგისა და ნაკადის ეფექტური მართვა;
** თავაზიანი, ყურადღებიანი და მომსახურების მაღალ სტანდარტზე ორიენტირებული კომუნიკაცია.

საკვალიფიკაციო მოთხოვნები:

** ინგლისური ენის სასაუბრო დონეზე ცოდნა;
** საოფისე პროგრამების სამომხმარებლო დონეზე ფლობა;
** გამართული მეტყველებისა და ეფექტური კომუნიკაციის უნარი;
** ორგანიზებულობა, დეტალებზე ორიენტირებულობა და ოპერატიულობა;
** უმაღლესი განათლება ან დამამთავრებელი კურსის სტუდენტის სტატუსი ჩაითვლება უპირატესობად;
** რეგისტრატორის, ქოლ-ცენტრის ოპერატორის ან მომსახურების სფეროში მუშაობის გამოცდილება ჩაითვლება უპირატესობად.

სამუშაო პირობები:

სამუშაო გრაფიკი:

ორშაბათიდან პარასკევის ჩათვლით:

** 09:00-17:00;
** 13:00-21:00 (მხოლოდ ლუბლიანას ფილიალში).

სამუშაო ადგილები:

** ცენტრალური ფილიალი: თბილისი, თევდორე მღვდლის ქ. №13;
** დიღმის ფილიალი: თბილისი, ლუბლიანას ქ. №21.

დამატებითი სარგებელი:

** Todua Cares - უფასო სამედიცინო მომსახურება;
** FitPass;
** ფინანსური დახმარება ქორწინებისა და შვილის დაბადების შემთხვევაში;
** წელიწადში ორჯერ, დღესასწაულებთან დაკავშირებული ფინანსური ვაუჩერები;
** სტაბილური სამუშაო გარემო და პროფესიონალ გუნდთან თანამშრომლობის შესაძლებლობა.

დაინტერესების შემთხვევაში გამოგვიგზავნეთ თქვენი რეზიუმე მისამართზე: vacancy@toduaclinic.ge. ელფოსტის სათაურის ველში მიუთითეთ: "რეგისტრატორი".

ვაკანსიის შესახებ დეტალური ინფორმაციის გასაცნობად და რეზიუმეს გადმოსაგზავნად გთხოვთ ეწვიოთ მოცემულ ბმულს: https://hel-ai.com/apply/yvDK1Oz
 
ყველა ვაკანსია ამ ორგანიზაციის ყველა განცხადება ამოსაბეჭდი ვერსია
გადაიტანე Facebook-ზე