შპს "სამედიცინო ცენტრი აფხაზეთი" აცხადებს ვაკანსიას ჯვარის ფილიალის მენეჯერის პოზიციაზე.
მისამართი: ჯვარი, ი. სარალიძის N1
სამუშაო გრაფიკი: ორშაბათი-პარასკევი 09:00 საათიდან 18:00 საათამდე
ძირითადი ფუნქცია-მოვალეობები:
** ფილიალის ადმინისტრაციული და სამედიცინო პროცესების მართვა;
** ფინანსური და სამედიცინო ანგარიშგების უზრუნველყოფა;
** პაციენტის მომსახურების ხარისხის მონიტორინგი;
** მომსახურების ხელმისაწვდომობის, უწყვეტობის და უსაფრთხოების უზრუნველყოფა;
** დაწესებულებაში გამართული სამედიცინო, პროფილაქტიკური და ადმინისტრაციული საქმიანობების უზრუნველყოფა;
** მისი კომპეტენციის ფარგლებში ფილიალის თანამშრომლების სამსახურეობრივი მოვალეობის ჯეროვნად შესრულებაზე კონტროლი;
** ფილიალის საქმიანობის ანალიზი და მისი შესრულების საფუძველზე მუშაობის ფორმებისა და მეთოდების გასაუმჯობესებელი პროექტების გენერალურ დირექტორთან წარდგენა;
** დანერგვისა და მეთვალყურეობის გაწევა, შემუშავებული კლინიკური პროცედურების გაიდლაინების და პროტოკოლების დაცვა;
** ფილიალში სამსახურეობრივ და შრომით დისციპლინაზე, ეთიკის ნორმების დაცვასა და დაწესებულების თანამშრომლების მიერ სამსახურეობრივი მოვალეობის ჯეროვნად შესრულებაზე პასუხისმგებლობა;
** სამედიცინო დოკუმენტაციის კონტროლი;
** ფილიალის ხარისხის სტანდარტებთან შესაბამისად გამართულად მუშაობის კონტროლი;
საკვალიფიკაციო მოთხოვნები:
** ჯანდაცვის მენეჯმენტი, უმაღლესი სამედიცინო განათლება;
** კომპიუტერული პროგრამების ცოდნა (Word, Excel);
** სამედიცინო ხარისხის და უსაფრთხოების სტანდარტების საფუძვლიანი ცოდნა;
** ამავე პოზიციაზე მინიმუმ 3 წლიანი გამოცდილება.
პიროვნული თვისებები და უნარები:
** ორგანიზების და პროცესების მართვის უნარი;
** გუნდური მუშაობის უნარი;
** პასუხისმგებლობის მაღალი გრძნობა;
** დეტალებზე ორიენტირებული.
დაინტერესებულ კანდიდატებს გთხოვთ, გამოგზავნოთ თქვენო რეზიუმე (CV) ელ.ფოსტაზე info@mca.com.ge და სათაურის ველში (subject) მიუთითეთ ვაკანსიის დასახელება, რომელზეც შემოგაქვთ განაცხადი.
მადლობას გიხდით ვაკანსიით დაინტერესებისთვის და გისურვებთ წარმატებას!
** * მოთხოვნილი დოკუმენტის/ინფორმაციის გადმოგზავნით დასაქმების მსურველი ადასტურებს, რომ მის მიერ მიწოდებული ინფორმაცია/დოკუმენტაცია არის უტყუარი. დამსაქმებელი იღებს ვალდებულებას მოპოვებული ინფორმაცია დაამუშაოს (მოცემული ან სხვა რელევანტური ვაკანსიისათვის) იმ მოცულობით და ფარგლებში, რომელიც საჭიროა მიზნის მისაღწევად, 1 (ერთი) წლის ვადით.
|