შპს "სამედიცინო ცენტრი აფხაზეთი" სენაკის ფილიალში აცხადებს ვაკანსიას ოჯახის ექიმის პოზიციაზე.
მისამართი: სენაკი, ტაბიძის ქ. N71
სამუშაო გრაფიკი: შეთანხმებით
ძირითადი ფუნქცია-მოვალეობები:
** პაციენტების პირველადი გასინჯვა, შეფასება და მკურნალობის გეგმის შედგენა;
** ქრონიკული დაავადებების მართვა და კონტროლი;
** პროფილაქტიკური ღონისძიებების დაგეგმვა (ვაქცინაცია, სკრინინგი);
** მედიკამენტოზური მკურნალობის დანიშვნა ეროვნული გაიდლაინების შესაბამისად;
** სამედიცინო დოკუმენტაციის სწორად და სრულყოფილად წარმოება;
** პაციენტისთვის ჯანმრთელობის შესახებ რეგულარული ინფორმაციის მიწოდება;
** გადაუდებელი მდგომარეობების ამოცნობა და პირველადი მართვა;
საკვალიფიკაციო მოთხოვნები:
** უმაღლესი სამედიცინო განათლება შესაბამისი სპეციალიზაციის მიმართულებით;
** სამედიცინო საქმიანობის დამადასტურებელი შესაბამისი სერტიფიკატი;
** აღნიშნულ პოზიციაზე მუშაობის გამოცდილება.
პიროვნული თვისებები და უნარები:
** კომუნიკაციის უნარი;
** გუნდური მუშაობის უნარი;
** ორგანიზებულობა და პასუხისმგებლობის მაღალი გრძნობა;
** დეტალებზე ორიენტირებული.
დაინტერესებულ კანდიდატებს გთხოვთ, გამოგზავნოთ თქვენო რეზიუმე (CV) ელ.ფოსტაზე info@mca.com.ge და სათაურის ველში (subject) მიუთითეთ ვაკანსიის დასახელება, რომელზეც შემოგაქვთ განაცხადი.
მადლობას გიხდით ვაკანსიით დაინტერესებისთვის და გისურვებთ წარმატებას!
** * მოთხოვნილი დოკუმენტის/ინფორმაციის გადმოგზავნით დასაქმების მსურველი ადასტურებს, რომ მის მიერ მიწოდებული ინფორმაცია/დოკუმენტაცია არის უტყუარი. დამსაქმებელი იღებს ვალდებულებას მოპოვებული ინფორმაცია დაამუშაოს (მოცემული ან სხვა რელევანტური ვაკანსიისათვის) იმ მოცულობით და ფარგლებში, რომელიც საჭიროა მიზნის მისაღწევად, 1 (ერთი) წლის ვადით.
|