კომპანია "Copter Tech" აცხადებს ვაკანსიას მზის ელექტროსადგურების ინსტალატორის თანამდებობაზე.
სფერო: განახლებადი ენერგიები და მაღალი ტექნოლოგიები
პოზიციის დონე: საშუალო (Middle)
სამუშაო გრაფიკი: სრული განაკვეთი (ორშაბათი - პარასკევი, 10:00 - 19:00)
სამუშაო ადგილი: თბილისი (პერიოდული გასვლებით რეგიონებში)
კომპანიის შესახებ
Copter Tech არის ინოვაციური ენერგეტიკული და ტექნოლოგიური კომპანია, რომელიც მომხმარებელს სთავაზობს უახლეს ეკომეგობრულ გადაწყვეტილებებს. ჩვენ ვართ გლობალური ბრენდის, EcoFlow-ის ექსკლუზიური დისტრიბუტორი საქართველოში. ჩვენი გუნდი ძირითადად ფოკუსირებულია მცირე და საშუალო ზომის, რესიდენციულ (90 კვტ-მდე სიმძლავრის) პროექტებზე, სადაც სამუშაო პროცესის დაგეგმვისა და მონიტორინგისთვის ვიყენებთ თანამედროვე ტექნოლოგიებს, მათ შორის დრონებს (UAV).
ჩვენ ვეძებთ გამოცდილ, მაღალი პასუხისმგებლობის მქონე მზის ელექტროსადგურების ინსტალატორს, რომელიც გახდება ჩვენი საინჟინრო-ტექნიკური გუნდის წევრი.
ძირითადი მოვალეობები:
** მზის ელექტროსადგურების (90 კვტ-მდე) ალუმინისა და ლითონის საყრდენი კონსტრუქციების აწყობა და გამართვა ობიექტებზე (ძირითადად საცხოვრებელ სახლებსა და კერძო საკუთრებაში).
** მზის პანელების ფიზიკური მონტაჟი, ფიქსაცია და კაბელირება უსაფრთხოების ნორმების სრული დაცვით.
** EcoFlow-ის ბრენდის უახლესი მზის ინვერტორებისა და ელემენტების სარეზერვო სისტემების (Battery Reserve Systems) ინსტალაცია და ტექნიკური გამართვა.
** საკაბელო ტრასების მოწყობა, იზოლაცია და სისტემის ელექტრონაწილის მომზადება ჩართვისთვის.
** მიწისზედა და სხვადასხვა ტიპის სახურავებზე სამშენებლო-სამონტაჟო სამუშაოების შესრულება.
** საჭიროების შემთხვევაში, საინჟინრო გუნდთან ერთად დრონების მიერ მომზადებული ტოპოგრაფიული/ორთოფოტო მონაცემების მიხედვით სამუშაო გეგმის შესრულება.
საკვალიფიკაციო მოთხოვნები:
** მზის ელექტროსადგურების ან მსგავსი ტექნიკური/ელექტრო სისტემების მონტაჟის მინიმუმ 2-წლიანი სამუშაო გამოცდილება (აუცილებელია).
** ძირითად ელექტრო და მექანიკურ ხელსაწყოებთან (პერფერატორი, სახრახნისი, კუთხსახეხი და სხვა) მუშაობის მაღალ დონეზე ცოდნა.
** სიმაღლეზე მუშაობის უნარი და შრომის უსაფრთხოების სტანდარტების მკაცრი დაცვა.
** ფიზიკური დატვირთვის პირობებში მუშაობის მზაობა.
** პერიოდულად რეგიონებში მივლინებით წასვლის შესაძლებლობა.
პიროვნული თვისებები:
** დეტალებზე ორიენტირებულობა და მაღალი პასუხისმგებლობის გრძნობა (ვმუშაობთ პრემიუმ კლასის ტექნიკასთან).
** გუნდური მუშაობისა და ეფექტური კომუნიკაციის უნარი.
** ახალი ტექნოლოგიების ათვისების ინტერესი და სწრაფი სწავლის უნარი.
უპირატესობად ჩაითვლება:
** განათლება ელექტროინჟინერიის მიმართულებით (აკადემიური ან პროფესიული).
** B კატეგორიის მართვის მოწმობა.
რას გთავაზობთ ჩვენ
** სტაბილურ და ფიქსირებულ სამუშაო გრაფიკს (ორშაბათი - პარასკევი, 10:00 - 19:00).
** კონკურენტულ ანაზღაურებას + ბონუსებს შესრულებული პროექტების მიხედვით.
** კორპორატიულ ჯანმრთელობის დაზღვევას (თანადაფინანსებით).
** წვდომას და მუშაობის გამოცდილებას მსოფლიო წამყვან ტექნოლოგიებთან (EcoFlow, ულტრათანამედროვე ენერგოსისტემები და დრონები).
** პროფესიული ზრდისა და განვითარების შესაძლებლობას ტექნოლოგიურ სექტორში.
დაინტერესების შემთხვევაში CV გამოაგზავნეთ შემდეგ ელ. ფოსტაზე: giorgi@copter.ge
|