20 წლიანი გამოცდილებით კომპანია "ქარექსპრესი" ერთ-ერთი ყველაზე დიდი ავტო იმპორტიორია კავკასიაში. კომპანია ახორციელებს ავტომობილებისა და ნებისმიერი ტიპის სპეც-ტექნიკის, ასევე, ავტონაწილებისა და აქსესუარების იმპორტს ამერიკიდან, იაპონიიდან, ევროპიდან და კანადიდან.
"ქარექსპრესი" აცხადებს ვაკანსიას პრომოუტერის პოზიციაზე თბილისში.
სამუშაო საათები: 10:00 - 18:00
დასვენების დღე: შაბათი, კვირა
ანაზღაურება: ფიქსირებული + საბონუსე სისტემით დაანგარიშებული
ძირითადი მოვალეობები:
** საქართველოს სხვადასხვა რეგიონში მივლინებებით ვიზიტების განხორციელება;
** პოტენციური ავტოდილერების, ავტოსალონების, ავტობაზრობებისა და სხვა პარტნიორი კომპანიების მოძიება;
** CAREXPRESS-ის მომსახურებების გაცნობა პოტენციური პარტნიორებისთვის;
** ახალი ბიზნესკონტაქტების დამყარება და პირველადი მოლაპარაკებების წარმართვა;
** პოტენციური პარტნიორების შესახებ ინფორმაციის, საკონტაქტო მონაცემებისა და ბაზრის ანალიზის შეგროვება;
** მიღებული ინფორმაციის სისტემატიზაცია და სადილერო განყოფილებისთვის გადაცემა;
** შეხვედრების დაგეგმვასა და ორგანიზებაში მონაწილეობა;
** რეგიონული ბაზრისა და კონკურენტული გარემოს მონიტორინგი;
** შესრულებული სამუშაოს ყოველკვირეული ანგარიშგება.
საკვალიფიკაციო მოთხოვნები:
** საშუალო ან უმაღლესი განათლება;
** B კატეგორიის მართვის მოწმობა (აუცილებელია);
** გამართული ვერბალური და წერილობითი კომუნიკაციის უნარი;
** მივლინებებში მუშაობის სრული მზადყოფნა;
** პასუხისმგებლობის მაღალი გრძნობა, ორგანიზებულობა და ინიციატივიანობა;
** Microsoft Office-ის (Word, Excel, Outlook) საბაზისო ცოდნა.
** რუსული ენის ცოდნა (აუცილებელია).
უპირატესობად ჩაითვლება:
** მომხმარებელთან ურთიერთობის გამოცდილება;
** ავტომობილების ბაზრის ან ავტოინდუსტრიის შესახებ ცოდნა;
პიროვნული თვისებები:
** სწორი და ეფექტური კომუნიკაციის უნარი;
** მოლაპარაკების წარმართვის უნარი;
** ოპერატიულობა, დისციპლინა და ყურადღება დეტალების მიმართ;
** გუნდური მუშაობის უნარი;
** სატელეფონო გაყიდვების წარმოების უნარი.
ჩვენ გთავაზობთ:
** კონკურენტულ ანაზღაურებას;
** შედეგებზე დაფუძნებულ ბონუსურ სისტემას;
** საწვავის, მგზავრობისა და მივლინების ხარჯების ანაზღაურებას კომპანიის წესების შესაბამისად;
** პროფესიული და კარიერული განვითარების შესაძლებლობას;
** თანამედროვე, მეგობრულ და შედეგზე ორიენტირებულ სამუშაო გარემოს.
დაინტერესებულმა პირებმა გამოაგზავნეთ თქვენი რეზიუმე ელ. ფოსტის მისამართზე: info@carexpress.ge
|