Робота для біженців з України
არქიტექტორი
 
ყველა ვაკანსია ამ ორგანიზაციის ყველა განცხადება ამოსაბეჭდი ვერსია
დასახელება: არქიტექტორი
მომწოდებელი: Award
გამოქვეყნდა: 20 ივლისი / ბოლო ვადა: 20 აგვისტო
"AWARD" აცხადებს ვაკანსიას არქიტექტორის პოზიციაზე. ვეძებთ გამოცდილ პროფესიონალს, რომელსაც აქვს მასშტაბურ არქიტექტურულ პროექტებზე მუშაობის მრავალწლიანი გამოცდილება და შეუძლია პროექტის სრული ციკლის მართვა - კონცეფციის შექმნიდან ავტორობის ზედამხედველობამდე.

სამუშაო პირობები:

** სამუშაო გრაფიკი: ორშაბათი-პარასკევი, 10:00-19:00;
** ანაზღაურება: 6500 ლარი (ხელზე);
** დასაქმების ტიპი: სრული განაკვეთი.

ძირითადი მოვალეობები:

** საცხოვრებელი, კომერციული და საზოგადოებრივი დანიშნულების არქიტექტურული პროექტების დაგეგმვა და პროექტირება;
** არქიტექტურული კონცეფციების შექმნა და განვითარება;
** გენგეგმარებისა (Master Planning) და სივრცითი დაგეგმარების პროექტებზე მუშაობა;
** საპროექტო დოკუმენტაციის სრულყოფილად მომზადება;
** კონსტრუქტორებთან, ინჟინრებთანა და სხვა ჩართულ სპეციალისტებთან კოორდინაცია;
** პროექტების ვადებისა და ხარისხის კონტროლი;
** ავტორობის ზედამხედველობის განხორციელება;
** პროექტის სრული ციკლის მართვა კონცეფციიდან განხორციელების ეტაპამდე.

საკვალიფიკაციო მოთხოვნები:

** არქიტექტორის პოზიციაზე მუშაობის არანაკლებ 10-წლიანი გამოცდილება;
** საცხოვრებელი, კომერციული და საზოგადოებრივი პროექტების დაგეგმვისა და პროექტირების გამოცდილება;
** გენგეგმარებისა (Master Planning) და სივრცითი დაგეგმარების პრაქტიკული გამოცდილება;
** სამშენებლო ნორმებისა და ტექნიკური რეგულაციების ღრმა ცოდნა;
** საპროექტო დოკუმენტაციის მომზადების მრავალწლიანი გამოცდილება;
** ავტორობის ზედამხედველობის გამოცდილება;
** პროექტების მართვისა და კოორდინაციის გამოცდილება.

აუცილებელი პროგრამების ცოდნა:

** AutoCAD - მაღალ დონეზე;
** Revit (BIM-ის ცოდნა ჩაითვლება უპირატესობად);
** SketchUp;
** Lumion / Enscape / Twinmotion;
** Adobe Photoshop;
** Microsoft Office.

პიროვნული და პროფესიული უნარები:

** ლიდერული თვისებები და მაღალი პასუხისმგებლობის გრძნობა;
** ანალიტიკური და სივრცითი აზროვნება;
** დეტალებზე ორიენტირებულობა და კრეატიულობა;
** კომუნიკაციისა და მოლაპარაკების ძლიერი უნარები;
** გუნდური მუშაობისა და გუნდის მართვის გამოცდილება;
** დროის ეფექტურად მართვისა და სწრაფად გადაწყვეტილებების მიღების უნარი;
** პროფესიული ეთიკის მაღალი სტანდარტი და მუდმივი განვითარების სურვილი.

ჩვენ გთავაზობთ:

** კონკურენტულ ანაზღაურებას;
** გრძელვადიან თანამშრომლობას;
** საინტერესო და მასშტაბურ პროექტებზე მუშაობის შესაძლებლობას;
** პროფესიული და კარიერული განვითარების რეალურ შესაძლებლობას;
** თანამედროვე სამუშაო გარემოსა და ძლიერ პროფესიულ გუნდში მუშაობას.

დაინტერესების შემთხვევაში:

გთხოვთ, გამოაგზავნოთ თქვენი CV და პორტფოლიო ელექტრონულ მისამართზე: hr@designmall.ge. გთხოვთ, ელ. წერილის სათაურში მიუთითოთ პოზიციის დასახელება -"არქიტექტორი".

გისურვებთ წარმატებებს!
 
ყველა ვაკანსია ამ ორგანიზაციის ყველა განცხადება ამოსაბეჭდი ვერსია
გადაიტანე Facebook-ზე