კომპანია "ჰერცი" აცხადებს ვაკანსიას სისტემის ადმინისტრატორის პოზიციაზე ავტოპარკის მართვისა და ტექნიკური პროცესების მიმართულებით.
პოზიციის მიზანი: სისტემის ადმინისტრატორის მთავარი ამოცანაა ავტოპარკთან დაკავშირებული მონაცემების, ტექნიკური ინფორმაციის, სერვისების, დოკუმენტაციისა და რეპორტინგის მოწესრიგებული მართვა. პოზიცია ემსახურება Fleet და Technical Management-ის პროცესების სწორად აღრიცხვას, კონტროლს და მონაცემებზე დაფუძნებული ანგარიშების მომზადებას.
ძირითადი მოვალეობები:
** ავტოპარკის მონაცემთა ბაზის მართვა და განახლება;
** ავტომობილების ძირითადი ინფორმაციის შეყვანა და კონტროლი: სახელმწიფო ნომერი, VIN, მოდელი, გამოშვების წელი, გარბენი, პასუხისმგებელი პირი, სტატუსი;
** სერვისის, შეკეთების, გეგმური მომსახურებისა და ტექნიკური ინციდენტების სისტემაში აღრიცხვა;
** ავტომობილებთან დაკავშირებული დოკუმენტების ვადების კონტროლი: ტექდათვალიერება, დაზღვევა, ნებართვები და სხვა საჭირო დოკუმენტები;
** ტექნიკურ ჯგუფთან, Fleet Manager-თან და ხელმძღვანელთან კოორდინაცია;
** ხარჯების, სერვისების, დაზიანებებისა და შესრულებული სამუშაოების შესახებ ანგარიშების მომზადება;
** Excel/ERP/GPS ან სხვა შიდა სისტემებში მონაცემების დამუშავება;
** არასწორი, არასრული ან დაგვიანებული მონაცემების გამოვლენა და გასწორება;
** პერიოდული რეპორტების მომზადება მენეჯმენტისთვის.
საკვალიფიკაციო მოთხოვნები:
** სასურველია სამუშაო გამოცდილება ადმინისტრაციულ, საოპერაციო, ლოგისტიკურ, ავტოპარკის ან ტექნიკური მიმართულებით;
** Excel-ის კარგი ცოდნა;
** მონაცემებთან მუშაობის სიზუსტე და ყურადღებიანობა;
** დოკუმენტაციის მოწესრიგებულად წარმოების უნარი;
** სისტემებთან/პროგრამებთან მუშაობის სწრაფად ათვისების უნარი;
** ქართული ენის კარგი ცოდნა;
** ინგლისური ენის ცოდნა ტექნიკური დოკუმენტაციისა და პროგრამული სისტემების (ERP, GPS და სხვა) ეფექტურად გამოყენებისთვის;
** პასუხისმგებლობის მაღალი გრძნობა და დეტალებზე ორიენტირებულობა.
სასურველია:
** GPS, ERP, CRM ან ავტოპარკის მართვის სისტემებთან მუშაობის გამოცდილება;
** ავტომობილების სერვისის, ტექნიკური მომსახურების ან ლოგისტიკური პროცესების საბაზისო ცოდნა;
** რეპორტინგის და ანალიტიკური ცხრილების მომზადების გამოცდილება.
პიროვნული უნარები:
** ორგანიზებულობა;
** სიზუსტე;
** სწრაფი რეაგირება;
** კომუნიკაციის უნარი;
** პასუხისმგებლობა;
** ინფორმაციის დროულად და სწორად გადაცემის უნარი.
სამუშაო პირობები:
** სამუშაო გრაფიკი: სრული განაკვეთი;
** სამუშაო ადგილი: თბილისი;
** ანაზღაურება: განიხილება კანდიდატის გამოცდილების შესაბამისად;
** შერჩეულ კანდიდატს ჩაუტარდება სამუშაო პროცესებთან დაკავშირებული საწყისი ინსტრუქტაჟი.
დაინტერესებულმა კანდიდატებმა გამოაგზავნეთ CV ელფოსტაზე: s.bitsadze@hertz.com.ge.
გთხოვთ, სათაურის ველში მიუთითოთ: სისტემის ადმინისტრატორი — Fleet / Technical Management.
|