კომპანია 3D Painter აცხადებს ვაკანსიას დამწყები დიზაინერის პოზიციაზე.
თუ გსურთ შეიძინოთ პრაქტიკული გამოცდილება, ისწავლოთ ახალი პროფესია და განვითარდეთ მეგობრულ გარემოში, ეს შესაძლებლობა თქვენთვისაა.
ძირითადი მოვალეობები:
** მომხმარებლის მომსახურება;
** დიზაინერული სამუშაოების შესრულება კომპანიის სტანდარტების შესაბამისად;
** სხვადასხვა აპარატებთან მუშაობა
** ყოველდღიური სამუშაო პროცესის ეფექტურად მართვა.
ჩვენ გთავაზობთ:
** სრულფასოვან ადგილზე სწავლებას (წინასწარი გამოცდილება არ არის აუცილებელი);
** სრული განაკვეთის სამუშაო გრაფიკს - კვირაში 40 საათი;
** მუშაობას ორ ლოკაციაზე: გალერეა თბილისი და თბილისი მოლი;
** მეგობრულ და განვითარებაზე ორიენტირებულ სამუშაო გარემოს;
ანაზღაურება - 1000 ლარი.
საკვალიფიკაციო მოთხოვნები:
** პასუხისმგებლობის მაღალი გრძნობა;
** კომუნიკაბელურობა და გუნდური მუშაობის უნარი;
** სწავლისა და განვითარების სურვილი;
** პუნქტუალურობა და ორგანიზებულობა.
დამატებითი ინფორმაცია:
ვაკანსია ცხადდება სარეზერვო კადრის შესარჩევად. შერჩეული კანდიდატი გაივლის ადგილზე გადამზადებას და ჩაერთვება სამუშაო პროცესში.
თუ ფიქრობთ, რომ ეს შესაძლებლობა თქვენთვისაა, გამოგვიგზავნეთ თქვენი CV და გახდით 3D Painter-ის გუნდის წევრი. CV: 3dpainterm@gmail.com Subject: დიზაინერი.
|