Робота для біженців з України
საამქროს მენეჯერი
 
ყველა ვაკანსია ამ ორგანიზაციის ყველა განცხადება ამოსაბეჭდი ვერსია
დასახელება: საამქროს მენეჯერი
მომწოდებელი: მარშე
გამოქვეყნდა: 20 ივლისი / ბოლო ვადა: 20 აგვისტო
"მარშე" საერთაშორისო სტანდარტების მქონე კვებითი პროდუქტების მწარმოებელი კომპანიაა. დაარსებიდან დღემდე ზრდისა და განვითარების პროცესს უწყვეტად განაგრძობს. ამ ეტაპზე წარმოების ოთხი ძირითადი მიმართულება გვაქვს: ნახევარფაბრიკატები, პურ-ფუნთუშეული, ხორცპროდუქტები და თევზეული. "მარშე" აქტიურად არის წარმოდგენილი B2B ბაზარზე, ასევე აქტიურად ავითარებს საცალო ვაჭრობის მიმართულებას.

"მარშე" აცხადებს ვაკანსიას პოზიციაზე: საამქროს მენეჯერი.

პოზიციის მდებარეობა: ქ. თბილისი (თ. ერისთავის ქუჩა N5)
სამუშაო გრაფიკი: სრული

ძირითადი მოვალეობები

** საამქროს ყოველდღიური საოპერაციო საქმიანობის დაგეგმვა, ორგანიზება და მართვა;
** საწარმოო გეგმის შესრულების უზრუნველყოფა ხარისხისა და ვადების დაცვით;
** წარმოების პროცესების უწყვეტი კონტროლი და ეფექტიანობის გაუმჯობესება;
** თანამშრომლების მართვა, სამუშაოს განაწილება, შესრულების მონიტორინგი და შეფასება;
** საწარმოო დისციპლინისა და შრომის უსაფრთხოების წესების დაცვის უზრუნველყოფა;
** პროდუქციის ხარისხის მუდმივი კონტროლი და დადგენილი სტანდარტების შესრულების უზრუნველყოფა;
** ნედლეულის, მასალებისა და მზა პროდუქციის რაციონალური გამოყენების კონტროლი;
** დანაკარგების შემცირების, წარმადობის გაზრდისა და პროცესების ოპტიმიზაციის ინიციირება;
** საწარმოო დანადგარების გამართული მუშაობის მონიტორინგი და ტექნიკურ სამსახურთან კოორდინაცია;
** HACCP-ის, ISO-სა და სურსათის უვნებლობის მოთხოვნების დაცვაზე კონტროლი;
** ყოველდღიური და პერიოდული ანგარიშების მომზადება ხელმძღვანელობისთვის;
** სხვადასხვა სტრუქტურულ ერთეულთან ეფექტური კომუნიკაციის უზრუნველყოფა.

საკვალიფიკაციო მოთხოვნები

** უმაღლესი განათლება (სასურველია კვების ტექნოლოგიის, ინჟინერიის, მენეჯმენტის ან შესაბამისი მიმართულებით);
** საწარმოო მიმართულებით მენეჯერულ პოზიციაზე მუშაობის მინიმუმ 3-წლიანი გამოცდილება;
** კვების წარმოებაში მუშაობის გამოცდილება ჩაითვლება უპირატესობად;
** საწარმოო პროცესების მართვისა და ოპტიმიზაციის პრაქტიკული გამოცდილება;
** HACCP-ისა და სურსათის უვნებლობის სტანდარტების ცოდნა;
** MS Office-ის პროგრამების ცოდნა;
** ლიდერული, ორგანიზაციული და ანალიტიკური უნარები;
** გადაწყვეტილებების სწრაფად მიღებისა და პრობლემების ეფექტურად გადაჭრის უნარი;
** მაღალი პასუხისმგებლობის გრძნობა, ორგანიზებულობა და გუნდური მუშაობის უნარი.

დაინტერესებულ კანდიდატებს გთხოვთ, გამოაგზავნოთ CV/რეზიუმე შემდეგ მისამართზე: jobs@marshe.ge და წერილის სათაურში მიუთითეთ ვაკანსიის დასახელება "საამქროს მენეჯერი".
 
ყველა ვაკანსია ამ ორგანიზაციის ყველა განცხადება ამოსაბეჭდი ვერსია
გადაიტანე Facebook-ზე