Робота для біженців з України
უმცროსი HR სპეციალისტი
 
ყველა ვაკანსია ამ ორგანიზაციის ყველა განცხადება ამოსაბეჭდი ვერსია
დასახელება: უმცროსი HR სპეციალისტი
მომწოდებელი: მარშე
გამოქვეყნდა: 20 ივლისი / ბოლო ვადა: 20 აგვისტო
"მარშე" საერთაშორისო სტანდარტების მქონე კვების პროდუქტების მწარმოებელი კომპანიაა. დაარსებიდან დღემდე ზრდისა და განვითარების პროცესს უწყვეტად განაგრძობს. ამ ეტაპზე წარმოების ოთხი ძირითადი მიმართულება გვაქვს: ნახევარფაბრიკატები, პურ-ფუნთუშეული, ხორცპროდუქტები და თევზეული. მარშე აქტიურად არის წარმოდგენილი B2B ბაზარზე, ასევე აქტიურად ავითარებს საცალო ვაჭრობის მიმართულებას.

"მარშე" აცხადებს ვაკანსიას უმცროსი HR სპეციალისტის პოზიციაზე.

პოზიციის მდებარეობა: ქ. თბილისი (თ. ერისთავის ქუჩა N5) / 2027 წლის იანვრიდან სოფელი გამარჯვება
სამუშაო გრაფიკი: სრული

თუ ხარ დაინტერესებული მზარდ, ქართული პროდუქციის მწარმოებელ კომპანიაში მუშაობით და თუ ეძებ ახალ გამოწვევებს, მაშინ შემოუერთდი "მარშეს" გუნდს!

ძირითადი მოვალეობები:

** HR პროცესების ყოველდღიური მხარდაჭერა;
** კანდიდატების ბაზების მართვა და განახლება;
** რეზიუმეების გადარჩევა და კანდიდატებთან პირველადი კომუნიკაცია;
** ინტერვიუების დაგეგმვაში დახმარება;
** დოკუმენტაციის მომზადება და ადმინისტრირება (ხელშეკრულებები, განცხადებები და სხვა);
** შიდა კომუნიკაციებში მონაწილეობის მიღება (შეხვედრები, ღონისძიებები და ა.შ.);
** HR განყოფილების ადმინისტრაციულ საქმიანობაში მხარდაჭერა.

ძირითადი მოთხოვნები:

** უმაღლესი განათლება (სასურველია ბიზნეს-ადმინისტრირების მიმართულებით);
** HR სფეროში მუშაობის გამოცდილება არ არის სავალდებულო;
** კომუნიკაციისა და ორგანიზების კარგი უნარი;
** დეტალებზე ორიენტირებულობა და პასუხისმგებლობის მაღალი გრძნობა;
** Excel-ში მუშაობის შესაძლებლობა;
** საბაზისო მათემატიკის ცოდნა;
** ინგლისური და რუსული ენის B2 დონეზე ცოდნა.

შერჩევის ეტაპები:

** გასაუბრება;
** ტესტირება Excel-ში.

დაინტერესებულ კანდიდატებს გთხოვთ, გამოაგზავნოთ CV/რეზიუმე ან LinkedIn-ის პროფილის URL-ბმული შემდეგ მისამართზე: r.kharabadze@marshe.ge და წერილის სათაურში მიუთითეთ ვაკანსიის დასახელება: "HR უმცროსი სპეციალისტი".
 
ყველა ვაკანსია ამ ორგანიზაციის ყველა განცხადება ამოსაბეჭდი ვერსია
გადაიტანე Facebook-ზე