Робота для біженців з України
მძღოლი-კურიერი - კომბოს ტიპის ავტომობილი - ქუთაისი
 
ყველა ვაკანსია ამ ორგანიზაციის ყველა განცხადება ამოსაბეჭდი ვერსია
დასახელება: მძღოლი-კურიერი - კომბოს ტიპის ავტომობილი
მომწოდებელი: იზივეი
გამოქვეყნდა: 20 ივლისი / ბოლო ვადა: 20 აგვისტო
ლოჯისტიკური და საკურიერო კომპანია "იზივეი" ეძებს კურიერს საკუთარი კომბოს ტიპის ავტომობილით ქუთაისში.

აუცილებელია, კანდიდატს ჰყავდეს საკუთარი "კომბოს ტიპის ავტომობილი"!

ძირითადი მოვალეობა: გზავნილების აღება, ჩაბარება და აღრიცხვა კომპანიაში არსებული წესების შესაბამისად.

პირობები:

** სამუშაო საათები: ორშაბათი-პარასკევი 10:00 საათიდან 19:00 საათამდე,
შაბათ-კვირა დასვენება;
** ანაზღაურება: დღეში 70 ლარი + საწვავი
** მისამართი: ქ. ქუთაისი, სულხან - საბას N8

კომპანიის ძირითადი მოთხოვნები:

** საკუთარი კომბოს ტიპის ავტომობილი;
** სასურველია მსგავს პოზიციაზე მუშაობის გამოცდილება;
** ქართულ ენაზე გამართული მეტყველების უნარი;
** მართვის მოწმობა B კატეგორია;
** საგზაო ნიშნებისა და უსაფრთხოების წესების ცოდნა;
** აპლიკაციაში მუშაობის გამოცდილება (ჩაითვლება უპირატესობად).

ჩვენი უპირატესობები:

** გამართული სამუშაო პროცესი;
** მეგობრული სამუშაო გარემო.

პიროვნული უნარ-ჩვევები:

** სიახლის ათვისების უნარი;
** სამუშაოს დაგეგმვისა და სწორი მენეჯმენტის უნარი;
** მომხმარებელზე და მომსახურებაზე ორიენტირებულობა;
** გუნდურად მუშაობის უნარი;

კანდიდატები გაივლიან შერჩევის ორ ეტაპს:

** პირველი ეტაპი - სატელეფონო გასაუბრება
** მეორე ეტაპი - ადგილზე გასაუბრება

დაინტერესებულ აპლიკანტებს გთხოვთ, გადმოაგზავნოთ თქვენი რეზიუმე მითითებულ ელ-ფოსტის მისამართზე: hr@easyway.ge, სათაურის ველში მიუთითეთ "კურიერი საკუთარი ავტომობილით ქუთაისში" ან გადადით ბმულზე და შეავსეთ აპლიკაციის ფორმა: https://easyway.bo.ge/recruit/form/53d01db9d9f8d50e3a08222e8f740bc0, დამატებითი კითხვების შემთხვევაში დაგვიკავშირდით ნომერზე: 577 23 80 03.
 
ყველა ვაკანსია ამოსაბეჭდი ვერსია
გადაიტანე Facebook-ზე