Робота для біженців з України
ინგლისურენოვანი იმპორტის მენეჯერი
 
ყველა ვაკანსია ამ ორგანიზაციის ყველა განცხადება ამოსაბეჭდი ვერსია
დასახელება: ინგლისურენოვანი იმპორტის მენეჯერი
მომწოდებელი: ჯეო-ბი
გამოქვეყნდა: 20 ივლისი / ბოლო ვადა: 20 აგვისტო
სადისტრიბუციო კომპანია "ჯეო-ბი" ქართულ ბაზარზე ოპერირებს 2010 წლიდან და წარმოადგენს წამყვან სადისტრიბუციო კომპანიას, რომელიც ახორციელებს საერთაშორისო ბრენდების, კვების პროდუქტების იმპორტს და დისტრიბუციას.

კომპანია "ჯეო-ბი" აცხადებს ვაკანსიას ინგლისურენოვანი იმპორტის მენეჯერის პოზიციაზე ქ. თბილისში.

სამუშაო ადგილი: ქ. თბილისი, დიდუბე, ერისთავის ქ. 1
ანაზღაურება: 1400 ლარი
გრაფიკი: ორშაბათი-პარასკევი, 09:00-დან 18:00 საათამდე.

მოვალეობები:

** ახალი მომწოდებლების მოძიება საერთაშორისო ბაზარზე;
** არსებულ საერთაშორისო მომწოდებლებთან მოლაპარაკებები;
** ფასების შედარება სხვადასხვა მომწოდებლების მიერ შემოთავაზებულ პროდუქტებზე;
** იმპორტის შეკვეთების მიღება და განთავსება;
** სატრანსპორტო კომპანიების შერჩევა და მოლაპარაკებები (როგორც ადგილობრივი, ასევე საერთაშორისო - სახმელეთო/საზღვაო/საჰაერო)

აუცილებელი მოთხოვნები და უნარები:

** მსგავს პოზიციაზე მუშაობის გამოცდილება;
** საოფისე პროგრამების, მათ შორის Excel-ის მაღალ დონეზე ცოდნა;
** ინფორმაციის მიღების, მოძიების, დამუშავების და ანალიზის უნარი;
** ინგლისური ენის მაღალ დონეზე ცოდნა

დაინტერესებულმა პირებმა გამოგვიგზავნეთ რეზიუმე (CV) ელექტრონულ მისამართზე: hr@thc.ge გთხოვთ, სათაურის ველში მიუთითოთ ვაკანსიის დასახელება, წინააღმდეგ შემთხვევაში თქვენი განაცხადი არ განიხილება. დაკავშირება მოხდება მხოლოდ შერჩეულ კანდიდატებთან.

"ჯეო-ბი" მადლობას მოგახსენებთ ვაკანტური პოზიციით დაინტერესებისათვის და გისურვებთ წარმატებას!

კვების პროდუქტების იმპორტიორი კომპანია "ჯეო-ბი" კანდიდატების პერსონალურ მონაცემებს ამუშავებს მოქმედი კანონმდებლობის დაცვით. წინამდებარე ვაკანსიაზე რეზიუმეს (CV) გამოგზავნით ადასტურებთ, რომ თანახმა ხართ, საქართველოს მოქმედი კანონმდებლობის შესაბამისად, "ჯეო-ბი"-მ შეაგროვოს, დაამუშაოს და ვაკანტური პოზიციის შევსებამდე შეინახოს წარდგენილი ინფორმაცია, თქვენი, როგორც ვაკანსიის მოთხოვნებთან კანდიდატის შესაბამისობის დადგენის, გასაუბრებაზე დაბარების ან/და დასაქმების თაობაზე გადაწყვეტილების მიღების მიზნით.
 
ყველა ვაკანსია ამოსაბეჭდი ვერსია
გადაიტანე Facebook-ზე