Робота для біженців з України
არქიტექტორი
 
ყველა ვაკანსია ამ ორგანიზაციის ყველა განცხადება ამოსაბეჭდი ვერსია
დასახელება: არქიტექტორი
მომწოდებელი: ჯითიდიეფ სოლუშენსი
გამოქვეყნდა: 20 ივლისი / ბოლო ვადა: 20 აგვისტო
GTDFS SOLUTIONS აცხადებს ვაკანსიას არქიტექტორის პოზიციაზე.

დასაქმების ტიპი: სრული განაკვეთი
სამუშაო ადგილი: თბილისი

ძირითადი მოვალეობები:

** საცხოვრებელი, კომერციული და სხვა ტიპის სამშენებლო პროექტების არქიტექტურული ნაწილის დამუშავება;
** ტექნიკური და სამუშაო ნახაზების კორექტირება, დიზაინერთან კომუნიკაციაში;
** პროექტის შეთანხმება შესაბამის სპეციალისტებთან;
** სამშენებლო პროცესის მონიტორინგი და პროექტთან შესაბამისობის კონტროლი;
** ობიექტზე ვიზიტები, ტექნიკური საკითხების იდენტიფიცირება და გადაწყვეტა;
** პროექტში ცვლილებების განხორციელება სამშენებლო პროცესის საჭიროებიდან გამომდინარე;
** დამკვეთთან და გუნდის წევრებთან ეფექტური კომუნიკაცია.

საკვალიფიკაციო მოთხოვნები:

** უმაღლესი განათლება არქიტექტურის მიმართულებით;
** სამშენებლო სფეროში მუშაობის მინიმუმ 2-წლიანი გამოცდილება;
** ინგლისური ენის სამუშაო დონეზე ცოდნა (აუცილებელია);
** AutoCAD-ის მაღალ დონეზე ცოდნა (აუცილებელია);
** Revit-ის ცოდნა ჩაითვლება უპირატესობად;
** SketchUp-ის, ArchiCAD-ის ან 3D ვიზუალიზაციის პროგრამების ცოდნა (აუცილებელია);
** სამშენებლო ნორმებისა და ტექნიკური დოკუმენტაციის კარგი ცოდნა;
** Microsoft Office-ის პროგრამების ცოდნა;
** პასუხისმგებლობა და მაღალი პროფესიული ეთიკა.

პიროვნული უნარები:

** ანალიტიკური აზროვნება;
** პრობლემების სწრაფად გადაჭრის უნარი;
** დეტალებზე ორიენტირებულობა;
** გუნდში და დამოუკიდებლად მუშაობის უნარი;
** დროის ეფექტურად მართვის უნარი.

კომპანია გთავაზობთ:

** კონკურენტულ ანაზღაურებას;
** პროფესიული განვითარების შესაძლებლობას;
** სტაბილურ სამუშაო გარემოს;
** საინტერესო პროექტებზე მუშაობას;
** კარიერული წინსვლის შესაძლებლობას.

დაინტერესებულ კანდიდატებს გთხოვთ, გამოაგზავნოთ CV და პორტფოლიო: vtabatadze@gtdfs.ge

განაცხადში მიუთითეთ პოზიციის დასახელება -"არქიტექტორი".
 
ყველა ვაკანსია ამოსაბეჭდი ვერსია
გადაიტანე Facebook-ზე