"Infinity Ventures Holding" (IVH) წარმოადგენს ჰოლდინგს, რომელიც წარმატებით ოპერირებს MEP (მექანიკური, ელექტრო და სანტექნიკური სისტემების) საინჟინრო სფეროში.
ჰოლდინგის სტრუქტურაში აერთიანებს შემდეგ კომპანიებს:
** Layout Project - MEP სისტემების დიზაინი და პროექტირება;
** Baumer - MEP სისტემების მონტაჟი და ტექნიკური მომსახურება;
** Welt - MEP მასალებისა და აქსესუარების იმპორტი;
** Air Top - იაპონური HVAC ბრენდის Daikin-ის ოფიციალური წარმომადგენელი საქართველოში.
** ჩვენი გუნდი მუდმივად ვითარდება და აქტიურად მიყვება მსოფლიოში არსებულ უახლეს ტენდენციებსა და ტექნოლოგიებს.
"Infinity Ventures Holding" აცხადებს ვაკანსიას მარკეტინგის მენეჯერის პოზიციაზე.
ძირითადი ფუნქცია/მოვალეობები:
** მარკეტინგული სტრატეგიის შექმნა და აღსრულება;
** წლიური და კვარტალური მარკეტინგული გეგმის შემუშავება და იმპლემენტაცია და რეპორტინგი;
** ბრენდის პოზიციონირების განსაზღვრა და საკომუნიკაციო მესიჯების ფორმირება;
** კონკურენტული გარემოს ანალიზი და ბაზრის კვლევა;
** გაყიდვების გუნდის მხარდაჭერა პრეზენტაციებით, კატალოგებითა და სარეკლამო მასალებით;
** ღონისძიებების დაგეგმვა, ორგანიზება და იმპლემენტაცია, პროდუქტის პრეზენტაციები, ტრენინგები, პარტნიორული აქტივობები და გამოფენები (სტენდის კონცეფცია, დიზაინი, მასალები, ფასთა მოკვლევა, ლოჯისტიკა), ღონისძიებების შედეგების შეფასება;
** სოციალური მედიის კონტენტ-სტრატეგიის შექმნა (Facebook, Linkedin, Instagram, Tiktok და სხვა)
** თვიური/კვარტალური სოც.მედია კალენდრის შედგენა;
** პოსტების ტექსტების შინაარსის მოძიება ტექნიკური გუნდისგან და მომზადების კოორდინაცია;
** სარეკლამო კამპანიების დაგეგმვა და შედეგების ანალიზი
** ვიზუალური კონცეფციებისა და ვიდეომასალის შექმნა (ბანერები, კატალოგები, ბროშურები, პრეზენტაციები, საიმიჯო და პროდუქტის ვიდეოები), გადაღებების ორგანიზება და ბრენდის ვიზუალური იდენტობის დაცვა;
** კომპანიის ვებ-გვერდისა და E-commerce მიმართულების მართვა, კონტენტის განახლება, პროდუქტის ატვირთვა, ფასების კონტროლი, კამპანიების დაგეგმვა და მომხმარებლის გამოცდილების (UX) გაუმჯობესება;
** საერთაშორისო ბრენდებთან (HVAC და საინჟინრო მასალების მწარმოებლები) კოორდინაცია მარკეტინგულ აქტივობებზე;
** ბრენდული კომუნიკაციის მართვა: სეზონური და საიმიჯო კამპანიების დაგეგმვა, პრეს-რელიზები, მედია კომუნიკაცია და ბრენდის სტანდარტების დაცვა ქსელურ მაღაზიებში.
საკვალიფიკაციო მოთხოვნები:
** უმაღლესი განათლება მარკეტინგის, ბიზნეს-ადმინისტრირების ან მონათესავე სფეროში;
** 1-3 წლიანი გამოცდილება მარკეტინგის სფეროში;
** სოციალური მედიის მართვის პროცესის კოორდინაცია;
** ციფრული არხების ცოდნა და მუშაობის გამოცდილება;
** Adobe, Canva, CapCut ან სხვა დიზაინ პროგრამებთან მუშაობის გამოცდილება;
** Google Analytics და Meta Business Suite-ის ცოდნა.
სამუშაო პირობები:
** სამუშაო ფორმატი: სრული განაკვეთი, ორშაბათი/პარასკევი, 10:00-19:00 ან 9:00-18:00
** გამოცდილება: 1-3 წელი;
** ლოკაცია: თბილისი: მუხრან მაჭავარიანის 65 და სტანისლავკის N1, შემდგომი შესაძლო ოფისის ცვლილებით;
** მივლინების საჭიროება: შესაძლოა ბათუმი ან საქართველოს სხვა ქალაქები;
დაინტერესებულ პირებს გთხოვთ, გამოაგზავნოთ თქვენი რეზიუმე ელექტრონულ მისამართზე: career@ivh.ge და სათაურის ველში აუცილებლად მიუთითოთ ვაკანსიის დასახელება.
|