კომპანიის შესახებ- Grossmann არის ახალი, სწრაფად მზარდი Hardware Store ტიპის კომპანია საქართველოში.
ჩვენ მომხმარებელს ვთავაზობთ სამშენებლო, სარემონტო და საყოფაცხოვრებო პროდუქციის ფართო არჩევანს.დღეს უკვე გვაქვს 4 ფილიალი, ხოლო მიმდინარე წელს ვგეგმავთ კიდევ ერთი ახალი ფილიალის გახსნას, რაც ქმნის პროფესიული ზრდისა და კარიერული განვითარების რეალურ შესაძლებლობას.
პოზიცია: გაყიდვების სპეციალისტი - Grossmann
სფერო: Hardware Store / DIY / სამშენებლო სუპერმარკეტების ქსელი
ლოკაცია: ლისი, დიდი დიღომი, დ შინდისი, ივერთუბანი
სამუშაო გრაფიკი: კვირაში 5 სამუშაო დღე
ანაზღაურება: ფიქსირებული + გაყიდვების საკომისიო. ფიქსირებული: 900 ლარი ხელზე
საშუალო შემოსავალი: 1500-2000 ლარი
ძირითადი მოვალეობები:
** მომხმარებლის პროფესიული კონსულტაცია და საჭირო პროდუქციის შერჩევა
** შესაბამისი დოკუმენტაციის მომზადება (ინვოისი, შეკვეთა და სხვა)
** გადახდის პროცესის ორგანიზება
** პროდუქციის ტექნიკური მახასიათებლების და გამოყენების რეკომენდაციების გაცემა
** შოურუმის სტანდარტების დაცვა
** აქტიური გაყიდვების ზრდაზე ორიენტაცია
საკვალიფიკაციო მოთხოვნები:
** გაყიდვების სფეროში გამოცდილება
** კომუნიკაციისა და დარწმუნების უნარები
** მომხმარებელზე ორიენტირებული დამოკიდებულება
** პასუხისმგებლობა და გუნდურობა
** სასურველია ტექნიკური ან სამშენებლო პროდუქციის ცოდნა, თუმცა არა აუცილებელი
ჩვენ გთავაზობთ:
** თანამედროვე, მზარდ და ამბიციურ გუნდში მუშაობის შესაძლებლობას
** მუდმივ პროფესიულ განვითარებას და ტრენინგებს
** მოტივაციის სისტემას, რომელიც რეალურად ზრდის შემოსავალს
** საინტერესო, დინამიურ და გამოწვევებით სავსე სამუშაო გარემოს
** მეგობრულ და მხარდამჭერ გუნდს
თუ გსურს გახდე განვითარებადი და ძლიერი ბრენდის ნაწილი და შენი შედეგი პირდაპირ აისახოს შენს შემოსავალზე — შემოგვიერთდი!
გამოგვიგზავნე CV ელფოსტაზე: info@grossmann.ge
|